bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Mark 16
Mark 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
1
შაბათი რომ გავიდა, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსურნელებანი, რომ მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.
2
და ერთშაბათს, დილით ადრე, მივიდნენ სამარხთან მზის ამოსვლისას.
3
და ამბობდნენ ერთმანეთში: „ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდან?“
4
გაიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო იყო ის ძალიან დიდი.
5
შევიდნენ სამარხში და დაინახეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, სპეტაკი სამოსით შემოსილი, და შეშფოთდნენ.
6
ის კი ეუბნება მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ იესო ნაზარეველს, ჯვარცმულს. ის აღდგა, აქ არ არის. აჰა, ადგილი, სადაც ის დაასვენეს.
7
მაშ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: ‘აჰა, ის წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის.’“
8
და გამოვიდნენ და გაიქცნენ სამარხიდან, რადგან ძრწოლამ და განცვიფრებამ შეიპყრო ისინი. და არავის არაფერი უთხრეს, რადგან შეშინებულები იყვნენ.
9
როდესაც აღდგა ერთშაბათის განთიადისას, პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა.
10
ის წავიდა და შეატყობინა მათ, ვინც მასთან იყო – მგლოვიარეთ და მტირალთ.
11
ხოლო მათ, როდესაც მოისმინეს, რომ ცოცხალია და მარიამმა იხილა იგი, არ ირწმუნეს.
12
ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა იგი გზად მიმავალ ორ მათგანს, როდესაც სოფლისკენ მიდიოდნენ.
13
ისინი მივიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც ამათი ირწმუნეს.
14
მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, ინახით მსხდართ, და უსაყვედურა ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი.
15
და უთხრა მათ: „მოიარეთ მთელი ქვეყნიერება და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას.
16
ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება.
17
ეს ნიშნები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკებს, ახალი ენებით ილაპარაკებენ,
18
გველებს აიყვანენ ხელში და რაიმე მომაკვდინებელიც რომ შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაადებენ და კარგად გახდებიან.“
19
ასე, მათთან საუბრის შემდეგ უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღმერთის მარჯვნივ.
20
ისინიც წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. და უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი ნიშნებით. ამინ.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16