bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Mark 8
Mark 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 9 →
1
იმ დღეებში კვლავ დიდძალი ხალხი იყო მასთან და არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ. მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა:
2
„მებრალება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, რაც ჩემთან არიან და არაფერი აქვთ, რომ ჭამონ.
3
უჭმელნი რომ გავუშვა შინ, დაუძლურდებიან. ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდან არის მოსული.“
4
მიუგეს მას მისმა მოწაფეებმა: „საიდან უნდა შევძლოთ ამდენი ხალხის დაპურება უდაბნოში?“
5
და ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ თქვეს: „შვიდი.“
6
და უბრძანა ხალხს მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო შვიდი პური, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ. და ჩამოურიგეს ხალხს.
7
და ჰქონდათ რამდენიმე პატარა თევზიც. აკურთხა ისინიც და უბრძანა ჩამოერიგებინათ.
8
და ჭამეს და გაძღნენ, და დარჩენილი ნატეხებისგან შვიდი კალათი აიღეს.
9
იყვნენ ასე 4 ათასამდე. და გაუშვა ყველანი.
10
და მაშინვე ავიდა ნავზე თავის მოწაფეებთან ერთად და წავიდნენ დალმანუთის მხარეში.
11
და გამოვიდნენ ფარისეველნი და დაუწყეს კამათი და მოითხოვდნენ მისგან გამოსაცდელად ნიშანს ციდან.
12
და ამოიოხრა ღრმად თავისი სულით და თქვა: „რისთვის თხოულობს ეს თაობა ნიშანს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არ მიეცემა ამ თაობას ნიშანი.“
13
და მიატოვა ისინი, კვლავ ავიდა ნავზე და გაღმა გავიდა.
14
პურის წაღება დაავიწყდათ, ნავში კი ერთი პურის მეტი არა ჰქონდათ.
15
და უბრძანა და უთხრა: „გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს.“
16
ისინი კი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „არა გვაქვს პური.“
17
მიხვდა და ეუბნება მათ: „რატომ ამბობთ, რომ პური არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ გაიგეთ და ვერ შეიგნეთ? გული გაგიქვავდათ?
18
თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ?
19
როდესაც ხუთი პური დავტეხე 5 ათასი კაცისათვის, რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ ეუბნებიან: „თორმეტი.“
20
„როცა 4 ათასისათვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ და ეუბნებიან: „შვიდი.“
21
და უთხრა მათ: „როგორ ვერ ხვდებით?“
22
მივიდნენ ბეთსაიდაში და მიუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას.
23
მოჰკიდა ბრმას ხელი, გაიყვანა სოფლიდან, თვალებზე დაანერწყვა, დაადო ხელი და ჰკითხა: „ხედავ რამეს?“
24
მან მაღლა აიხედა და თქვა: „ვხედავ ირგვლივ მოსიარულე ადამიანებს, როგორც ხეებს.“
25
მერე კვლავ დაადო ხელი თვალებზე და თვალისჩინი აღუდგა მას, განიკურნა და ყველაფერი ნათლად დაინახა.
26
გაისტუმრა შინ და უთხრა: „სოფელში ნუ შეხვალ.“
27
წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებისკენ და გზაში შეეკითხა იგი თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ ვარ მე?“
28
მათ უთხრეს: „ამბობენ, იოანე ნათლისმცემელიო, სხვები – ელიაო, სხვები – ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო.“
29
ჰკითხა მათ: „თქვენ რაღას იტყვით, ვინ ვარ მე?“ მიუგო პეტრემ და უთხრა: „შენ ხარ ქრისტე.“
30
და უბრძანა მათ, რომ არავისთვის ეთქვათ მასზე.
31
და დაუწყო სწავლება, რომ კაცის ძეს მართებს ბევრი იტანჯოს, უარყოფილ იქნას უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს.
32
და ცხადად ამბობდა ამ სიტყვას. და გაიყვანა პეტრემ და დაუწყო კიცხვა.
33
ის კი მიბრუნდა და შეხედა თავის მოწაფეებს. და გაკიცხა პეტრე და ეუბნება: „გამშორდი, სატანავ! ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას.“
34
და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა: „თუ ვინმეს ჩემი გამოყოლა, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
35
ვისაც სურს თავისი სამშვინველის ხსნა, დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი ან სახარების გულისთვის დაღუპავს თავის სამშვინველს, იხსნის მას.
36
რას არგებს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყნიერება შეიძინოს, თავის სამშვინველს კი ავნოს?
37
ან რას გასცემს ადამიანი თავისი სამშვინველის სანაცვლოდ?
38
რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ გარყვნილ და ცოდვილ თაობაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად.“
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16