bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Mark 15
Mark 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 16 →
1
და მაშინვე, დილით ადრე, მოითათბირეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად და შეკრეს იესო, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს.
2
და ჰკითხა მას პილატემ: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „შენ ამბობ.“
3
და ბევრ რამეს აბრალებდნენ მას მღვდელმთავრები.
4
პილატემ კვლავ ჰკითხა მას: „არაფერს უპასუხებ? ხედავ, რამდენს გაბრალებენ?“
5
ხოლო იესო აღარაფერზე პასუხობდა, და გააოცა ამით პილატე.
6
ხოლო დღესასწაულებზე იგი უთავისუფლებდა მათ ერთ პატიმარს, ვისაც სთხოვდნენ.
7
და იყო ვინმე, ბარაბად წოდებული, ბორკილდადებული მეამბოხეებთან ერთად, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ.
8
ავიდა ხალხი და დაუწყო თხოვნა, რასაც იგი ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ.
9
პილატემ მიუგო მათ და უთხრა: „გინდათ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“
10
რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გადასცეს იგი.
11
მღვდელმთავრებმა კი შეაგულიანეს ბრბო, რომ ბარაბას გათავისუფლება ეთხოვათ.
12
პილატემ კვლავ მიმართა და უთხრა მათ: „რა გინდათ, რომ ვუყო მას, ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდებთ?“
13
მათ კი კვლავ იყვირეს: „ჯვარს აცვი იგი!“
14
პილატემ უთხრა მათ: „მაგრამ რა ბოროტება ჩაიდინა?“ მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტი დაჟინებით აყვირდნენ: „ჯვარს აცვი იგი!“
15
პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის მომადლიერება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გამათრახების შემდეგ გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ.
16
ჯარისკაცებმა შეიყვანეს იგი ეზოს შიგნით, პრეტორიუმში, და შეკრიბეს მთელი რაზმი,
17
შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს ეკლისგან დაწნული გვირგვინი.
18
და დაუწყეს მას მისალმება: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“
19
და ურტყამდნენ თავში ლერწამს, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი სცემდნენ თაყვანს.
20
და როდესაც შეურაცხყვეს, გახადეს ძოწეული და მისივე ტანსაცმელი ჩააცვეს, და გამოიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
21
და აიძულეს ერთი გამვლელი, სიმონ კვირინელი, ალექსანდრეს და რუფეს მამა, რომელიც ყანიდან მოდიოდა, წამოეღო მისი ჯვარი.
22
და მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა (თარგმანით ეს არის თხემის ადგილი).
23
და მიაწოდეს მას მურნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ მიიღო.
24
და ჯვარს აცვეს და გაიყვეს მისი სამოსელი წილის ყრით, ვის რა ერგებოდა.
25
იყო მესამე საათი, როდესაც ჯვარს აცვეს იგი.
26
და იყო წარწერა მისი ბრალდებისა ამგვარად დაწერილი: „მეფე იუდეველთა.“
27
და მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე მარცხნივ.
28
და აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: „ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხა.“
29
გამვლელები გმობდნენ მას, თავს აქნევდნენ და ამბობდნენ: „ეჰა, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო,
30
იხსენი საკუთარი თავი და გადმოდი ჯვრიდან!“
31
ასევე მღვდელმთავარნი, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია.
32
ქრისტე, მეფე ისრაელისა, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ.“ და მასთან თანაჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას.
33
და როდესაც მეექვსე საათი დადგა, ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა მეცხრე საათამდე.
34
მეცხრე საათზე შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?“
35
იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგონეს და თქვეს: „აჰა, ელიას უხმობს.“
36
ერთი ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა დასალევად, თან ამბობდა: „აბა, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელად.“
37
იესომ ხმამაღლა შესძახა და სული განუტევა.
38
და ტაძრის ფარდა ორად გაიპო თავიდან ბოლომდე.
39
როდესაც მის წინ მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შესძახა და განუტევა სული, თქვა: „ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო ეს ადამიანი.“
40
აქ იყვნენ ქალებიც, რომლებიც შორიდან უყურებდნენ. მათ შორის იყო მარიამ მაგდალელი, და მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე,
41
რომლებიც მის გალილეაში ყოფნისას თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ასევე მრავალი სხვაც, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ იერუსალიმს.
42
როდესაც მოსაღამოვდა, რაკი პარასკევი იყო, რომელიც შაბათის წინადღეა,
43
მოვიდა იოსებ არიმათიელი, პატივდებული მრჩეველი, რომელიც თავადაც მოელოდა ღმერთის სასუფეველს, გაბედა და შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს ცხედარი.
44
პილატეს გაუკვირდა, რომ უკვე მკვდარი იყო და დაუძახა ასისთავს და ჰკითხა, მოკვდა თუ არა უკვე.
45
და რომ შეიტყო ასისთავისაგან, უბოძა იოსებს ცხედარი.
46
და იყიდა მან ტილო, გარდამოხსნა იგი, შეგრაგნა ტილოთი და დაასვენა სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაგორა სამარხს კარზე.
47
მარიამ მაგდალელმა და მარიამმა, იოსეს დედამ, დაინახეს, სადაც დაასვენეს იგი.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16