bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Mark 4
Mark 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 5 →
1
და კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას. და მოიყარა თავი მასთან დიდძალმა ხალხმა, ისე რომ ნავში ჩაჯდა და გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი კი ზღვის პირას იყო, ხმელეთზე.
2
ბევრს ასწავლიდა იგი იგავებით და მოძღვრავდა მათ და ეუბნებოდა:
3
„ისმინეთ! აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
4
თესვისას ზოგი თესლი გზის პირას დაეცა. მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს.
5
ზოგი კლდოვანზე დაეცა, სადაც ბევრი მიწა არ იყო და მალე აღმოცენდა, რადგან მიწას სიღრმე აკლდა.
6
ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
7
ზოგი ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები და მოაშთეს იგი და ნაყოფი ვეღარ გამოიღო.
8
ზოგი კარგ ნიადაგზე დაეცა და გამოიღო ნაყოფი. აღმოცენდა, გაიზარდა და იმატა: ზოგმა – ოცდაათად, ზოგმა – სამოცად და ზოგმა – ასად.“
9
და თქვა: „ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“
10
და როდესაც მარტო დარჩა, შეეკითხნენ მას იგავის შესახებ მის გარშემო მყოფნი თორმეტთან ერთად.
11
და უთხრა მათ: „თქვენ მოგეცათ ცოდნა ღმერთის სასუფევლის საიდუმლოსი, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის.
12
რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ.“
13
და ეუბნება მათ: „არ გესმით ეს იგავი? მაშ როგორ მიხვდებით ყველა სხვა იგავს?
14
მთესველი სიტყვას თესავს.
15
გზის პირას მყოფნი არიან ისინი, ვისთანაც ითესება სიტყვა, მაგრამ როგორც კი მოისმენენ, მყისვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას.
16
ასევე, კლდოვანზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც, როგორც კი სიტყვას მოისმენენ, მყის სიხარულით იღებენ მას,
17
მაგრამ ფესვი არა აქვთ თავის თავში და ხანმოკლენი არიან და როგორც კი დგება გასაჭირი ანდა დევნილება სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდებიან.
18
სხვანი, ეკალთა შორის დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ,
19
მაგრამ ამ სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი მოდიან და აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება.
20
კეთილ ნიადაგზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას ისმენენ და იღებენ, და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი – ოცდაათად, სამოცად და ასად.“
21
და უთხრა მათ: „განა იმისთვის მოაქვთ სანთელი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ შედგან? განა იმისათვის არა, რომ სასანთლეზე დაიდგას?
22
არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და არც დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.
23
თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“
24
და უთხრა მათ: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ.“
25
რადგან, ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
26
და თქვა: „ღმერთის სასუფეველი მსგავსია კაცისა, რომელიც თესლს აგდებს მიწაში,
27
სძინავს ღამით და დგება დღისით. თესლი კი აღმოცენდება და იზრდება და მან არც კი იცის, როგორ.
28
რადგან მიწა თვითონ გამოიღებს ნაყოფს: პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში.
29
ხოლო როდესაც მომწიფდება ნაყოფი, მყისვე შეიტანს ნამგალს, რადგან მოაწია მკამ.“
30
და თქვა: „რას ვამსგავსოთ ღმერთის სასუფეველი? ან რომელი იგავით გადმოვცეთ?
31
იგი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის,
32
მაგრამ როდესაც დაითესება, ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ.“
33
და მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა სიტყვას, რამდენის გაგებაც შეეძლოთ.
34
და იგავის გარეშე არ ელაპარაკებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს.
35
უთხრა მათ იმავე დღეს, როდესაც მოსაღამოვდა: „გადავცუროთ გაღმა.“
36
გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან სხვა ნავებიც იყო.
37
და ამოვარდა დიდი ქარიშხალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდა, ისე რომ ნავი უკვე იძირებოდა.
38
ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და ეუბნებიან მას: „მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?“
39
წამოდგა და შერისხა ქარს და უთხრა ზღვას: „დადუმდი, ჩადექ!“ და დაცხრა ქარი და დიდი მყუდროება ჩამოდგა.
40
და უთხრა მათ: „რატომ ხართ ასე მხდალნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?“
41
შეეშინდათ მათ დიდი შიშით და ერთმანეთს უთხრეს: „ვინ არის ეს, ქარიცა და ზღვაც რომ ემორჩილება?“
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16