bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Mark 7
Mark 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 8 →
1
შეიკრიბნენ მასთან ფარისეველნი და ზოგიერთი მწიგნობარი, რომლებიც იერუსალიმიდან მოვიდნენ,
2
და როცა დაინახეს, რომ ზოგიერთი მის მოწაფეთაგან უსუფთაო, ესე იგი, დაუბანელი ხელებით ჭამდა პურს, –
3
ხოლო ფარისეველნი და იუდეველნი ისე არ ჭამენ საჭმელს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი და ასე იცავენ უხუცესთა გადმოცემას;
4
სავაჭროდან დაბრუნებულები განბანის გარეშე არ ჭამენ, და სხვაც ბევრი რამ არის, რაც მიიღეს შესასრულებლად: სასმისების, თასების, ბრინჯაოს ქვაბების გავლება წყალში, –
5
ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: „რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები უხუცესთა გადმოცემისამებრ და დაუბანელი ხელით ჭამენ პურს?“
6
ხოლო მან უთხრა მათ: „კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცების შესახებ, როგორც წერია: ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან.
7
ფუჭად მცემენ თაყვანს, ასწავლიან რა ადამიანურ მცნებათა მოძღვრებას.’
8
ღმერთის მცნებათა მიმტოვებელნი იცავთ ადამიანთა გადმოცემას, სასმისების და თასების რეცხვას და მრავალ სხვას ამგვარს აკეთებთ.“
9
და უთხრა მათ: „განა კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ!
10
მოსემ თქვა: ‘პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას. მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.’
11
თქვენ კი ამბობთ: თუ ადამიანი ეტყვის მამას ან დედას: კორბან (რაც ნიშნავს: შესაწირავია ის, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა) –
12
მას თქვენ ნებას რთავთ, აღარაფერი გააკეთოს მამისათვის ან დედისათვის.
13
აუქმებთ ღმერთის სიტყვას თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს ამის მსგავსს აკეთებთ.“
14
მოუწოდა კვლავ ხალხს და უთხრა მათ: „მისმინეთ ყველამ და გაიგეთ:
15
არაფერია ადამიანის გარეთ, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს.
16
თუ ვინმეს ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“
17
როდესაც ხალხს გაერიდა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს მას ამ იგავზე.
18
და ეუბნება მათ: „მაშ თქვენც უმეცარნი ხართ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა?
19
რადგან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გარეთ გამოდის. ასე განიწმიდება ყოველგვარი საკვები.
20
და განაგრძო: კაცისაგან გამომავალი კი ბილწავს კაცს,
21
რადგან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი,
22
მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, შურიანობა, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება.
23
ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.“
24
ადგა და იქიდან ტვიროსის საზღვრისკენ წავიდა. სახლში შესულს არ უნდოდა, რომ ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა.
25
მყისვე გაიგო მის შესახებ ერთმა ქალმა, რომლის ასული უწმიდური სულით იგვემებოდა, და მივიდა და დაემხო მის ფეხთით.
26
ეს ქალი ბერძენი იყო, წარმოშობით სიროფინიკიელი, და ემუდარებოდა, განედევნა ეშმაკი მისი ასულისაგან.
27
მან უთხრა მას: „მოითმინე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებისთვის პურის წართმევა და ძაღლებისთვის გადაყრა.“
28
მან კი მიუგო და უთხრა: „მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ შვილების ნამცეცებს.“
29
უთხრა მას: „მაგ სიტყვისათვის, წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისაგან.“
30
წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი საწოლზე იწვა, ეშმაკი კი გასული იყო.
31
და როდესაც კვლავ გაბრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა სიდონის გზით გალილეის ზღვასთან, ათქალაქის საზღვრებს შორის,
32
მიუყვანეს მას ყრუ-მუნჯი და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის.
33
გაიყვანა იგი ცალკე, ხალხისაგან მოშორებით, თითებით ყური დაუცო, დაანერწყვა და შეეხო მის ენას,
34
ახედა ცას, ამოისუნთქა და ეუბნება მას: „ეფფათა,“ რაც ნიშნავს: „განიხსენ.“
35
და მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის ბორკილიც აეხსნა და გამართულად ალაპარაკდა.
36
და უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო აცხადებდნენ.
37
უკვირდათ მეტისმეტად და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს: ყრუებს სმენას უბოძებს და მუნჯებს ალაპარაკებს.“
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16