bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Mark 11
Mark 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 12 →
1
და როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა ორნი თავის მოწაფეთაგან.
2
და უთხრა მათ: „წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინ არის. როგორც კი შეხვალთ, მყისვე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ ადამიანი არ შემჯდარა. ახსენით და მომიყვანეთ.
3
და თუ ვინმემ გითხრათ: ‘ამას რას აკეთებთ?’ უთხარით, რომ უფალს სჭირდება და მალე დააბრუნებს.“
4
წავიდნენ და იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი, და აუშვეს იგი.
5
იქ მდგომთაგან ზოგიერთმა უთხრა მათ: „რას აკეთებთ, რატომ აუშვით ჩოჩორი?“
6
მათაც უთხრეს, როგორც დააბარათ იესომ, და მოეშვნენ მათ.
7
და მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს. ზედ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე.
8
ბევრი უფენდა მას გზაზე თავის ტანისამოსს, ზოგი კი მინდორში მოჭრილ ტოტებს.
9
წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნიც იძახდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი!
10
კურთხეულ არს ჩვენი მამის, დავითის, მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!“
11
და შევიდა იესო იერუსალიმში, ტაძარში, და მოათვალიერა ყველაფერი. უკვე გვიან იყო და გავიდა ბეთანიისაკენ თორმეტთან ერთად.
12
მეორე დღეს, ბეთანიიდან რომ გავიდნენ, მოშივდა.
13
და დაინახა შორიდან შეფოთლილი ლეღვის ხე და წავიდა მისკენ, რომ ზედ რამე ეპოვა. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი, რადგან არ იყო ლეღვობის ჟამი.
14
და უთხრა მას: „ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე შენი ნაყოფი!“ და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა.
15
მივიდნენ იერუსალიმში და შევიდა ტაძარში იესო და დაიწყო გამყიდველთა და მყიდველთა გამოყრა ტაძრიდან. ფულის მცვლელეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები ააყირავა.
16
და არავის ანებებდა, რაიმე გაეტარებინათ ტაძარზე.
17
ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „განა არა წერია: ‘ჩემი სახლი ყველა ერის სამლოცველო სახლად იწოდება’? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ.“
18
და გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ გზას, როგორ დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, რაკი მთელი ხალხი განცვიფრებული იყო მისი მოძღვრებით.
19
როდესაც მოსაღამოვდა, გავიდნენ ქალაქიდან.
20
როდესაც დილით ჩაიარეს და დაინახეს, რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო,
21
გაახსენდა პეტრეს და ეუბნება მას: „რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.“
22
მიუგო იესომ და ეუბნება მათ: „იქონიეთ ღმერთის რწმენა.
23
ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: ‘აიწიე და ზღვაში ჩავარდი,’ და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას.
24
ამიტომ გეუბნებით თქვენ: გწამდეთ, რომ ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, მიიღებთ და თქვენი იქნება.
25
და როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, თუკი რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც, რომელიც ზეცაშია, მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი.
26
ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.“
27
და მივიდნენ კვლავ იერუსალიმში და როდესაც ტაძარში მიმოდიოდა, მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან.
28
და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“
29
იესომ უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას და მიპასუხეთ, და მეც გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
30
იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ ადამიანთაგან? მიპასუხეთ.“
31
და ბჭობდნენ ერთმანეთში: „თუ ვიტყვით, – ზეციდან, გვეტყვის, მაშ რატომ არ ირწმუნეთ მისი?
32
მაგრამ თუ ვიტყვით, – ადამიანთაგან, – საშიშია, – რადგან ყველა ფიქრობდა, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.“
33
მიუგეს იესოს და უთხრეს: „არ ვიცით.“ და იესომ უთხრა მათ: „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.“
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16