bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Mark 3
Mark 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 4 →
1
და კვლავ შევიდა სინაგოგაში და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი.
2
და უთვალთვალებდნენ, შაბათ დღეს თუ განკურნავდა, რომ ბრალი დაედოთ მისთვის.
3
და უთხრა ხელგამხმარ კაცს: „დადექი შუაში.“
4
ეუბნება მათ: „შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული თუ ბოროტისა? სიცოცხლის ხსნა თუ დაღუპვა?“ და დუმდნენ ისინი.
5
გადახედა მათ რისხვით მათი გულდახშულობით შეწუხებულმა, და უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე ხელი!“ და მანაც გაიწოდა და აღუდგა ხელი.
6
და გავიდნენ ფარისევლები და მაშინვე დაიწყეს თათბირი ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი.
7
იესო კი თავის მოწაფეებთან ერთად ზღვისკენ გაემართა. დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და იუდეიდან,
8
იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან. დიდძალი ხალხი მივიდა მასთან ტვიროსისა და სიდონის სანახებიდან, როდესაც გაიგეს, რა მოიმოქმედა.
9
და უთხრა თავის მოწაფეებს, ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროვებინა,
10
რადგან ბევრი განკურნა, ისე რომ ზედ აწყდებოდა ყველა, ვისაც რა სენი სჭირდა, და ცდილობდა, შეხებოდა მას.
11
უწმიდური სულებიც, როგორც კი მას დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შენა ხარ ძე ღმერთისა!“
12
და მკაცრად უბრძანებდა მათ, რათა არ გაემჟღავნებინათ იგი.
13
და ავიდა მთაზე და მოუხმო, ვინც მას სურდა, და მივიდნენ მასთან.
14
და დაადგინა თორმეტნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და გაეგზავნა საქადაგებლად,
15
და ჰქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება.
16
და დაადგინა თორმეტნი და უწოდა სახელად: სიმონს – პეტრე;
17
იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს – ქუხილის ძენი;
18
ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზი და სიმონ კანანელი.
19
და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
20
და მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პურიც ვეღარ ჭამეს.
21
და გაიგეს მისიანებმა და მის შესაპყრობად წამოვიდნენ, რადგან ამბობდნენ: „შეშლილი არის!“
22
იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს: „ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრით სდევნის ეშმაკებს.“
23
და მოუხმო მათ და იგავებით უთხრა: „როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა?
24
თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს.
25
და თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს;
26
და თუ სატანა თავის თავს წინ აღუდგა და გაიყო, ვეღარ გაძლებს, არამედ დაუდგა აღსასრული.
27
ვერავინ შეძლებს ძლიერის სახლში შესვლას და მისი ნივთების გატაცებას, თუ ჯერ ძლიერს არ შეკრავს, და მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.
28
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთა შვილებს, რამდენსაც უნდა გმობდნენ;
29
ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, აღარასოდეს მიეტევება, არამედ საუკუნო ცოდვის თანამდებია.“ –
30
რადგან თქვეს: „უწმიდური სული ჰყავს.“
31
და მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად.
32
და ისხდა მის გარშემო ხალხი, და უთხრეს: „გარეთ არიან შენი დედა და შენი დები და შენი ძმები და გეძებენ.“
33
მიუგო მათ და უთხრა: „ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები?“
34
და გადახედა თავის გარშემო მსხდომთ და უთხრა: „აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები.
35
რადგან ის, ვინც ღმერთის ნებას ასრულებს, არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16