bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Mark 2
Mark 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 3 →
1
რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში და როდესაც ხმა დაირხა, რომ სახლში იყო,
2
იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ არც სახლში და არც კარის წინ ტევა არ იყო. და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
3
და მოვიდნენ და მოიყვანეს დამბლადაცემული, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა.
4
და რომ ვერ შეძლეს მასთან მიყვანა ხალხის გამო, გადახადეს სახლს სახურავი და ჩაუშვეს საწოლი, რომელზეც დამბლადაცემული იწვა, იქ, სადაც ის იყო.
5
დაინახა იესომ მათი რწმენა და ეუბნება დამბლადაცემულს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!“
6
ისხდნენ იქ ზოგიერთნი მწიგნობართაგან და გულში ფიქრობდნენ:
7
„რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთს გმობს. ვის შეუძლია ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?“
8
მაშინვე მიხვდა იესო თავისი სულით, რასაც თავისთვის ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: „რად ფიქრობთ გულში ასე?
9
რა უფრო ადვილია – თქმა დამბლადაცემულისთვის: ‘შენი ცოდვები მოგეტევა,’ თუ თქმა: ‘ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარე’?
10
ხოლო, რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს დედამიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება“ – ეუბნება დამბლადაცემულს:
11
„გეუბნები შენ, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“
12
და ადგა იგი, მყისვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ.“
13
და კვლავ გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ.
14
და როდესაც მიდიოდა, დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე ლევი ალფესი და ეუბნება: „გამომყევი მე.“ და ისიც ადგა და გაჰყვა მას.
15
და როდესაც ინახით იჯდა მის სახლში, იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალი იყო იქ, ვინც გაჰყვა მას.
16
როდესაც ფარისეველთა მწიგნობრებმა დაინახეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, უთხრეს მის მოწაფეებს: „რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“
17
გაიგონა ეს იესომ და ეუბნება მათ: „ჯანმრთელებს კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ სნეულებს. მართალთა მოსახმობად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა.“
18
და მარხულობდნენ იოანეს მოწაფეები და ფარისეველნი. და მივიდნენ მასთან და უთხრეს: „რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“
19
უთხრა მათ იესომ: „განა შეუძლიათ მარხვა მექორწილეებს, ვიდრე სიძე მათთან არის? ვიდრე სიძე თანა ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხვა,
20
მაგრამ მოვა დღეები, როდესაც სიძე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ იმ დღეს.
21
არავინ აკერებს ძველ ტანსაცმელს ახალი ქსოვილის საკერებელს, თორემ ახლადდაკერებული მოეხევა ძველს და უარესი ნახევი გაუჩნდება.
22
არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღუპება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.“
23
და ერთხელ, როდესაც შაბათ დღეს ყანებზე გადადიოდა, მისმა მოწაფეებმა დაიწყეს გზადაგზა თავთავების წყვეტა.
24
ფარისევლებმა უთხრეს მას: „აჰა, რატომ აკეთებენ ისინი იმას, რაც შაბათ დღეს ნებადართული არ არის?“
25
ეუბნება მათ: „არასოდეს წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როდესაც გაუჭირდა და მოშივდა მას და მასთან მყოფთ?
26
როგორ შევიდა ღმერთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს და ჭამა საწინაშეო პურები, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და მასთან ერთად მყოფებსაც მისცა?“
27
და უთხრა მათ: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.“
28
ამრიგად, კაცის ძე არის შაბათის უფალი.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16