bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Mark 5
Mark 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 6 →
1
და გავიდნენ ზღვის გადაღმა, გერასენელთა მხარეში.
2
ნავიდან რომ გადმოვიდა, შემოხვდა კაცი სამარხებიდან, უწმიდური სულით შეპყრობილი.
3
მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა.
4
რადგან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება.
5
დღისით და ღამით მუდამ სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს.
6
და როდესაც დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა.
7
ხმამაღლა იყვირა და უთხრა: „რა გინდა ჩემგან, იესო, უზენაესი ღმერთის ძევ? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!“
8
რადგან უთხრა მას: „გადი ამ კაცისაგან, უწმიდურო სულო!“
9
და ჰკითხა მას: „რა არის შენი სახელი?“ და უპასუხა მას: „ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ.“
10
და ბევრს ევედრებოდნენ, რომ ამ არე-მარედან არ გაეძევებინა ისინი.
11
იქ კი, მთასთან, ღორების დიდი კოლტი ძოვდა.
12
და შეევედრნენ მას და უთხრეს: „გაგვზავნე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში.“
13
და დართო მათ ნება და გამოსული უწმიდური სულები შევიდნენ ღორებში. და გადაეშვა კოლტი კბოდედან ზღვაში, 2 ათასამდე იყვნენ, და ჩაიხრჩო ზღვაში.
14
ხოლო მათი მწყემსები გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს, და გამოვიდა ხალხი, რომ ენახათ, რა მოხდა.
15
მივიდნენ იესოსთან და ხედავენ, რომ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა, ზის, შემოსილი და გონსმოსული, და შეშინდნენ.
16
და უამბეს მათ მხილველებმა, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს.
17
და შეევედრნენ, გასცლოდა მათ საზღვრებს.
18
ნავში ასვლისას, შეევედრა მას ყოფილი ეშმაკეული, შენთან დავრჩებიო.
19
მაგრამ არ დართო ნება, არამედ უთხრა: „წადი შენს სახლში შენიანებთან და უამბე მათ, რა გაგიკეთა ღმერთმა და როგორ შეგიწყალა.“
20
წავიდა და გამოაცხადა ათქალაქში, რაც გაუკეთა მას იესომ, და ყველას უკვირდა.
21
და როდესაც იესომ კვლავ გამოღმა გამოსცურა ნავით, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. და იყო ზღვის პირას.
22
მოვიდა სინაგოგის ერთ-ერთი მთავარი, სახელად იაიროსი და, როდესაც დაინახა იგი, მის ფეხთით დაეცა.
23
მხურვალედ ევედრებოდა და ეუბნებოდა: „ჩემი გოგონა სიკვდილის პირასაა. მოდი და დაადე ხელები, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს.“
24
და წაჰყვა მას. და აედევნა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდნენ.
25
და იყო იქ ქალი, რომელსაც 12 წლის განმავლობაში სისხლის დენა ჰქონდა,
26
და მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან და, რაც კი ებადა, ყველაფერი დაეხარჯა, მაგრამ არაფერს ეშველა, არამედ უარეს დღეში იყო ჩავარდნილი,
27
მას გაეგო, რასაც ამბობდნენ იესოზე, და ხალხში უკანიდან მოუარა მას და შეეხო მის სამოსს.
28
რადგან ამბობდა: „მის სამოსსაც რომ შევეხო, განვიკურნები.“
29
და მყისვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და იგრძნო სხეულში, რომ განიკურნა სენისაგან.
30
მყისვე მიხვდა იესო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: „ვინ შეეხო ჩემს სამოსს?“
31
უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: „ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?“
32
და მიმოიხედა, რომ დაენახა ამის ჩამდენი.
33
ქალი კი, შეშინებული და აკანკალებული, რადგან იცოდა, რაც დაემართა, მივიდა, მის წინაშე დაემხო და უთხრა მთელი სიმართლე.
34
მან კი უთხრა: „შვილო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ, წადი მშვიდობით და განკურნებული იყავი შენი სენისაგან.“
35
ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ მოვიდნენ სინაგოგის მთავრისაგან და თქვეს: „შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?“
36
იესომ კი არ მიაქცია ყურადღება ნათქვამს და ეუბნება სინაგოგის მთავარს: „ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს.“
37
და არავინ გაიყოლა თან, გარდა პეტრესი, იაკობისა და იოანესი – იაკობის ძმისა.
38
და მივიდნენ სინაგოგის მთავრის სახლში და ხედავს, მღელვარებაა, ტირიან და მოთქვამენ.
39
და შევიდა და ეუბნება მათ: „რატომ ღელავთ და ტირით? არ მომკვდარა ბავშვი, სძინავს მხოლოდ.“
40
ისინი კი დასცინოდნენ მას. მან გაუშვა ყველა გარეთ, წაიყვანა ბავშვის დედ-მამა და მასთან მყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა.
41
მოკიდა ბავშვს ხელზე ხელი და ეუბნება მას: „ტალითა კუმი!“ რაც თარგმანით ნიშნავს: „გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!“
42
და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა. 12 წლისა იყო. და დიდად გაუკვირდათ.
43
და მან მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს ამბავი. და უთხრა, საჭმელი მიეცათ მისთვის.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16