bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 1
Romans 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 2 →
1
პავლე, მონა იესო ქრისტესი, მოწოდებული მოციქული, განწესებული ღმერთის სახარებისათვის,
2
რომელიც წინასწარ აღთქმული ჰქონდა ღმერთს წინასწარმეტყველთა მეშვეობით წმიდა წერილებში
3
საუწყებლად თავისი ძისა, რომელიც დავითის შთამომავლობიდან იშვა ხორციელად,
4
რომელიც ღმერთის ძედ იქნა განწესებული სიწმიდის სულის ძალით, მკვდრეთით აღმდგარის – ჩვენი უფალი იესო ქრისტესი,
5
რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყოველი ერი,
6
რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი.
7
გწერთ ყველას, რომში მყოფთ, ღმერთის საყვარელთ, მოწოდებულ წმიდებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.
8
პირველად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა იხარება მთელ ქვეყანაზე.
9
ჩემი მოწმეა ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ.
10
მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე შევძლო ღმერთის ნებით თქვენთან მოსვლა,
11
რადგან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად.
12
ანუ თქვენთან ერთად ვინუგეშო საერთო რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.
13
მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ განვიზრახე თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა ისეთი ნაყოფი, როგორც სხვა ერებში, მაგრამ აქამდე ვბრკოლდებოდი.
14
მე მოვალე ვარ როგორც ბერძნებისა, ისე ბარბაროსთა, როგორც ბრძენთა, ისე უგუნურებისა.
15
ამგვარად, ჩემი მხრით, მზად ვარ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.
16
რადგან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც.
17
მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით.“
18
რადგან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარი უღვთოობისა და უსამართლობის გამო, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას,
19
რადგან ის, რაც შეიძლება ადამიანმა იცოდეს ღმერთის შესახებ, აქვთ მათ, რადგან ღმერთმა გამოუცხადა მათ.
20
რადგან ის, რაც უხილავია მისგან – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრიობა – სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, არა აქვთ მათ პატიება.
21
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლი შესწირეს, არამედ ფუჭი გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
22
თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და შეიშალნენ,
23
და უხრწნელი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
24
ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათი გულისთქმებით უწმიდურებას, ისე რომ თავად ბილწავდნენ თავიანთ სხეულებს.
25
მათ ღმერთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.
26
ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოდ.
27
ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალთან ურთიერთობის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდომილებისათვის.
28
და რაკი არ ცდილობდნენ შემეცნებაში ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას უწესოების საკეთებლად.
29
აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღარობით,
30
არიან ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარანი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი,
31
უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი.
32
იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც აქეზებენ.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16