bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 12
Romans 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 13 →
1
ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღმერთის წყალობით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღმერთის სასურველ მსხვერპლად! ეს იქნება თქვენი სულიერი მსახურება.
2
და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
3
ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ საღად იმ რწმენის კვალობაზე, რაც ღმერთმა გიწილადათ თითოეულს.
4
რადგან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე.
5
ასევე ჩვენ, მრავალნი ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ერთიმეორისათვის – ასონი.
6
და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი, ჩვენთვის მოცემული. თუ ეს წინასწარმეტყველებაა – იყოს რწმენის მიხედვით,
7
თუ მსახურებაა – ემსახურე, თუ ეს მოძღვრობის ნიჭია – დამოძღვრე,
8
თუ გამხნევის ნიჭია – გაამხნევე, თუ გამნაწილებელის – გაანაწილე უბრალოებით, თუ წინამძღოლის – უწინამძღვრე ბეჯითად და თუ მწყალობელის – ხალისით გაეცი წყალობა.
9
იყოს თქვენი სიყვარული წრფელი. გძაგდეთ ბოროტი და შეუერთდით კეთილს.
10
ძმათმოყვარეობაში იყავით ერთმანეთისადმი გულთბილნი და მოყვარულნი, ურთიერთპატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით.
11
იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით, სულით აღეგზნეთ, ემსახურეთ უფალს.
12
იხარეთ იმედით, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი.
13
მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებებში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.
14
დალოცეთ თქვენი მდევნელები, დალოცეთ და ნუ დაწყევლით.
15
გახარულებთან იხარეთ და მტირალებთან იტირეთ.
16
ერთსულოვანნი იყავით ერთმანეთს შორის. ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ მორჩილებს მიხედეთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი.
17
ნურავის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ეცადეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე.
18
თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, იყავით ყველა ადამიანთან მშვიდობიანად.
19
შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, რადგან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“ – ამბობს უფალი.
20
ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. რადგან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე.
21
არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ კეთილით სძლიე ბოროტს.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16