bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 7
Romans 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 8 →
1
განა არ იცით, ძმებო – რადგან რჯულის მცოდნეებს გელაპარაკებით, – რომ რჯული ბატონობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია?
2
რადგან ქმრიანი ქალი რჯულით არის დაკავშირებული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმართან დაკავშირებული რჯულისაგან.
3
ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცისა გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ შეერაცხება.
4
ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის მოკვდით ქრისტეს სხეულით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მივუტანოთ ღმერთს.
5
რადგან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, სიკვდილის ნაყოფის გამოსაღებად.
6
ახლა კი, რჯულისათვის მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა ძველად დაწერილით.
7
მაშ, რაღას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც. ოღონდ სხვანაირად ვერ შევიცნობდი ცოდვას, თუ არა რჯულის მეოხებით, რადგან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: „არ ისურვო.“
8
ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი. რადგან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია.
9
ოდესღაც მე ვცხოვრობდი რჯულის გარეშე. ხოლო როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა,
10
მე კი მოვკვდი. ხოლო მცნება, რომელიც მოცემული იყო სასიცოცხლოდ, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის,
11
რადგან ცოდვამ მცნებისაგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომიტანა სიკვდილი მისი მეშვეობით.
12
ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.
13
ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. მაგრამ ცოდვა რომ გამოვლენილიყო ცოდვად, სიკეთის მეშვეობით ჩემთვის სიკვდილი მოიტანა, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი გამოჩნდეს მცნების მეშვეობით.
14
რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვას მიყიდული.
15
რადგან რას ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ, რომ იმას არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ, რაც მძაგს, იმას ვაკეთებ.
16
ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ ის კეთილია.
17
ამიტომ მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება.
18
რადგან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ამრიგად, კეთილის სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთების შესაძლებლობა კი – არა,
19
რადგან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს.
20
ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული.
21
ასე აღმოვაჩენ იმ წესს, რომ როცა კეთილის კეთება მინდა, მაიძულებს ბოროტი ვქმნა,
22
რადგან ჩემი შინაგანი ადამიანი ელტვის ღმერთის რჯულს.
23
მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.
24
უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?
25
მადლი ღმერთს ჩვენი უფალი ქრისტე იესოს მეშვეობით! აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღმერთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16