bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 9
Romans 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 10 →
1
ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში,
2
რომ დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი.
3
ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმებისთვის, ჩემს ხორციელ თვისტომთათვის,
4
რომელნიც ისრაელის ძენი არიან და ეკუთვნით შვილება და დიდება, აღთქმა და რჯულმდებლობა, მსახურება და დაპირება.
5
მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ.
6
მაგრამ ისე არაა, რომ თითქოს ღმერთის სიტყვა დაეცა, რადგან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელი როდია.
7
და ყველა, ვინც აბრაამის შთამომავალია, როდია მისი შვილი, რადგან ნათქვამია: „ისააკისგან დაერქმევა სახელი შენს ნაშიერს.“
8
ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღმერთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან ნაშიერად.
9
რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა, როგორც ნათქვამია: „ამ დროს მოვალ და სარას ეყოლება ძე.“
10
არა მხოლოდ ეს, არამედ ასევე იყო, როდესაც რებეკას ჩაესახა ამ ერთისაგან, ჩვენი მამის, ისააკისაგან,
11
რადგან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი ორი შვილი და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღმერთის განზრახვით არჩევანი უკვე გაკეთებული იყო,
12
არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისაგან ეთქვა მას: „უფროსი დაემონება უმცროსს.“
13
როგორც წერია: „შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე.“
14
თუ ასეა, რაღა ვთქვათ? ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც!
15
რადგან მოსეს ეუბნება: „ვინც მსურს შევიწყალო, შევიწყალებ, და ვინც მსურს შევიწყნარო, შევიწყნარებ.“
16
ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ მოწყალე ღმერთზე.
17
რადგან წერილი ეუბნება ფარაონს: „სწორედ ამისათვის დაგაყენე შენ, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა, რათა განითქვას ჩემი სახელი მთელ დედამიწაზე.“
18
ამრიგად, ვისაც სურს, შეიწყალებს, და ვისაც სურს, გააჯიუტებს.
19
შენ მეტყვი: „მაშ, რაღას გვდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგება წინ?“
20
ვინ ხარ შენ, ო, ადამიანო, ღმერთს რომ ედავები? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: „რატომ შემქმენი ასე?“
21
ნუთუ მეთუნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?
22
მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელებით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,
23
რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად,
24
ჩვენზე, რომელთაც მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?
25
როგორც ოსიას წიგნშიც ამბობს: „არა ჩემს ერს ვუწოდებ ჩემს ერს და არა საყვარელს – საყვარელს.“
26
და იმ ადგილას, სადაც მათ ეთქვათ: „ჩემი ერი არა ხართ თქვენ, – იქ ეწოდებათ მათ ცოცხალი ღმერთის ძენი.“
27
ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს, მხოლოდ ნაწილი გადარჩება.
28
თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ შეასრულებს უფალი დედამიწაზე.“
29
და როგორც თქვა ესაიამ წინასწარ: „უფალ საბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენი ნაშიერი, სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდით.“
30
მაშ, რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე, სიმართლე რწმენისაგან.
31
ხოლო ისრაელმა, რომელიც სიმართლის რჯულს ეძებდა, ვერ მიაღწია სიმართლის რჯულს.
32
რატომ? იმიტომ რომ, რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში. დაბრკოლდნენ დაბრკოლების ლოდზე,
33
როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში დაბრკოლების ლოდს და ცდუნების კლდეს და მის მორწმუნეთაგან არავინ შერცხვება.“
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16