bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 4
Romans 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 5 →
1
რა შეიძლება ვთქვათ აბრაამზე, ჩვენს წინაპარზე, ხორციელად მოიპოვა მან რაიმე?
2
თუ საქმეებით გამართლდა აბრაამი, დიახაც აქვს სასიქადულო, ოღონდ არა ღმერთის წინაშე.
3
რადგან, რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.“
4
მოქმედს საზღაური მიეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის საფუძველზე.
5
მაგრამ არამოქმედს, რომელსაც სწამს ის, ვინც ამართლებს ურჯულოს, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ.
6
ასევე დავითიც ნეტარს უწოდებს ადამიანს, რომელსაც ღმერთი სიმართლეს ანიჭებს საქმეთაგან დამოუკიდებლად:
7
„ნეტარ არიან, ვისი ურჯულოებანიც მიტევებულია და ცოდვები დაფარული.
8
ნეტარ არს კაცი, რომელსაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას.“
9
მაშ, ეს ნეტარება წინადაცვეთილებზეა თუ წინადაუცვეთლებზეც? ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აბრაამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ.
10
როდის ჩაეთვალა? წინადაცვეთილს თუ წინადაუცვეთელს? არა წინადაცვეთილს, არამედ წინადაუცვეთელს.
11
წინადაცვეთის ნიშანი კი მან მიიღო, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთლობაში ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ.
12
და ასევე ის წინადაცვეთილთა მამაცაა, ოღონდ არა მარტო წინადაცვეთილთა, არამედ მათიც, ვინც მიჰყვება ჩვენი მამის, აბრაამის, რწმენის კვალს, რაც მას ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.
13
რადგან აბრაამს და მის შთამომავლობას რჯულით კი არ მიეცა აღთქმა ყოფილიყვნენ ქვეყნიერების მემკვიდრენი, არამედ რწმენის სიმართლით.
14
თუ რჯულისაგანნი არიან მემკვიდრენი, რწმენა ამაოა და აღთქმა – უსარგებლო.
15
რადგან რჯული წარმოქმნის რისხვას, იმიტომ რომ სადაც რჯული არ არის, იქ არც დანაშაულია.
16
მაშ ხსნა არის რწმენით, რათა მადლით მტკიცე ყოფილიყო აღთქმა მთელი მისი შთამომავლობისათვის. არა მარტო რჯულით ნაშიერთათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც რწმენით არის აბრაამის შთამომავალი. ის არის ყველა ჩვენგანის მამა,
17
როგორც წერია: „მე დაგაყენე მრავალი ერის მამად ღმერთის წინაშე.“ – ღმერთისა, რომელსაც იგი ერწმუნა, ღმერთისა, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არყოფილს ყოფიერებაში მოუწოდებს.
18
იგი უსასოობაში ერწმუნა სასოებით, რათა გამხდარიყო მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია: „ასე იქნება შენი მოდგმა.“
19
ის არ დაუძლურებულა რწმენაში, თუმცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის 100 წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო.
20
მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღმერთის აღთქმაში ურწმუნოებით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს.
21
და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა.
22
ამიტომაც ჩაეთვალა მას ეს სიმართლედ.
23
და არა მარტო მისთვის არის დაწერილი, რომ ჩაეთვალა მას,
24
არამედ ჩვენთვისაც: ჩაგვეთვლება ჩვენც, ვისაც გვწამს იმისა, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო,
25
რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის და აღდგა ჩვენს გასამართლებად.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16