bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 16
Romans 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
1
აჰა, წარმოგიდგენთ ჩვენს დას ფებეს, რომელიც არის კენქრელთა ეკლესიის მსახური,
2
რათა მიიღოთ იგი უფალში, როგორც წმიდებს შეეფერება, და დაეხმაროთ ყველაფერში, რაც დასჭირდება თქვენთან, რადგან ისიც ბევრის შემწე იყო და პირადად ჩემიც.
3
მოიკითხეთ პრისკა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში,
4
რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც,
5
და მათი საშინაო ეკლესიაც. მოიკითხეთ ჩემი საყვარელი ეპენეტოსი, რომელიც ასიაში პირველი ნაყოფია ქრისტესათვის.
6
მოიკითხეთ მარიამი, რომელმაც ბევრი იშრომა თქვენთვის.
7
მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომელნიც განთქმულნი არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე.
8
მოიკითხეთ ამპლიატუსი, ჩემი საყვარელი უფალში.
9
მოიკითხეთ ურბანოსი, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეში და ჩემი საყვარელი სტაქისი.
10
მოიკითხეთ ქრისტეში გამოცდილი აპელესი. მოიკითხეთ არისტობულეს შინაურები.
11
მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი. მოიკითხეთ ნარკისოსის შინაურები, უფალში მყოფნი.
12
მოიკითხეთ უფალში მშრომელები, ტრიფენა და ტრიფოსა. მოიკითხეთ საყვარელი პერსისი, რომელმაც ბევრი იშრომა უფალში.
13
მოიკითხეთ უფალში რჩეული რუფე და მისი დედა და ჩემიც.
14
მოიკითხეთ ასინკრიტუსი, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობასი, ჰერმასი და მათთან მყოფი ძმები.
15
მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნირეა და მისი და, ოლიმპა, და მათთან მყოფი ყველა წმიდა.
16
მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია.
17
შეგაგონებთ, ძმებო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი.
18
რადგან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.
19
რადგან თქვენი მორჩილება ყველასათვის ცნობილია. ამიტომ მოხარული ვარ თქვენს გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი – ბოროტისათვის.
20
ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფეხქვეშ შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთანაა. ამინ.
21
მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი.
22
მოკითხვას გითვლით უფალში მეც, ტერტიოსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი.
23
მოკითხვას გითვლიან ჩემი მასპინძელი გაიოსი და მთელი ეკლესია. მოკითხვას გითვლიან ქალაქის მეგანძური ერასტოსი და ძმა კვარტოსი.
24
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყოველ თქვენგანთან. ამინ.
25
ხოლო მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც უკუნისიდან მდუმარე იყო,
26
ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველურ წერილებში, რადგან მარადიული ღმერთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას,
27
ერთადერთ ყოვლადბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16