bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 11
Romans 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 12 →
1
მაშ, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელელი ვარ, აბრაამის შთამომავალი, ბენიამინის ტომიდან.
2
არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღმერთის წინაშე და ამბობს:
3
„უფალო! შენი წინასწარმეტყველნი დახოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს. დავრჩი მე მარტო და ჩემს მოკვლას ცდილობენ.“
4
მაგრამ რას ეუბნება მას ღმერთის პასუხი? – „დავიტოვე მე ჩემთვის 7 ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაალის წინაშე.“
5
ასევე ამჟამადაც არსებობს ნატამალი, მადლით ამორჩეული.
6
ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნება მადლი. რადგან საქმეებით რომ იყოს, ეს უკვე მადლი აღარ არის. მაშინ მადლიც აღარ იქნებოდა მადლი.
7
მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენებს კი გული დაეხშოთ.
8
როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე.“
9
ხოლო დავითი ამბობს: „მათი სუფრა იყოს მახე, ბადე და საცდური და მათდა მისაგებელი,
10
დაიბინდოს მათი თვალები, რათა ვერ ხედავდნენ, ხოლო მათი ხერხემალი სამუდამოდ მრუდი იყოს.“
11
მაშ ვკითხულობ: იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსათ წარმართებს, რათა აღძრულიყო მათში შური.
12
და თუ მათი დაცემა ქვეყნიერების სიმდიდრეა და მათი დამცრობა – წარმართთა განძი, რამდენად მეტი იქნება მათი სავსება.
13
ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.
14
ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს ახლობლებში და ზოგიერთი მათგანის ხსნა.
15
რადგან, თუ მათი განდევნა ქვეყნიერების შერიგებაა ღმერთთან, მაშ რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა სიცოცხლე მკვდრეთით?
16
თუ პირველგამომცხვარი წმიდაა, მაშ, მთელი ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ, რტოც.
17
ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველურო ზეთისხილო, დაემყენ მათ ადგილას და გახდი ბაღის ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი,
18
ნუ იამპარტავნებ სხვა რტოთა წინაშე. ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ.
19
შენ იტყვი: „რტოები გადატყდნენ, რათა მე დავემყნო!“
20
კეთილი. ისინი გადატყდნენ, რადგან არ სწამდათ, შენ კი რწმენით დგახარ. ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.
21
რადგან, თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები, შენც არ დაგინდობს.
22
ამრიგად, ხედავ ღმერთის სახიერებას და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სიკეთეს შენზე, თუ იდგები მის სიკეთეში, თუ არა და, შენც მოიკვეთები.
23
და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ იდგებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა.
24
ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე ბაღის ზეთისხილს, მით უმეტეს, ესენი, ბუნებრივნი, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.
25
რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: მანამდე ექნება ნაწილობრივი სიბრმავე ისრაელს, ვიდრე მთელი წარმართობა არ მივა ღმერთთან.
26
და ასე, მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც წერია: „მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცილებს იაკობს.
27
ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს.“
28
დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის; ხოლო ამორჩევის მიხედვით – საყვარელნი, მამების გულისათვის.
29
რადგან უცვალებელია ღმერთის მადლის ნიჭი და მოწოდება.
30
ისევე, როგორც თქვენც ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებულნი ხართ მათი ურჩობით,
31
ისე, ახლა ისინი ურჩობენ იმისათვის, რომ ისინიც შეწყალებულნი იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ.
32
რადგან ყველანი ურჩობაში მოაქცია ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს.
33
ო, ვინ შეიცნობს ღმერთის სიბრძნისა და შემეცნების სიმდიდრეს! როგორი ჩაუწვდომელია მისი განსჯანი და მიუკვლეველი მისი გზები!
34
რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი?
35
ან წინასწარ ვინ მისცა მას, რომ მიეზღოს სამაგიერო?
36
რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე! ამინ.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16