bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 2
Romans 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 3 →
1
ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ, ადამიანო, ყოველთა განმსჯელო, რადგან რისთვისაც სხვას განსჯი, იმით შენს თავს სდებ მსჯავრს, რადგან სხვისი განმსჯელი იმავეს აკეთებ.
2
ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთის სამსჯავრო ჭეშმარიტია ამის ჩამდენთათთვის.
3
შენ კი, ადამიანო, რომელიც განიკითხავ ამის ჩამდენთ და თვითონაც იგივეს აკეთებ, გგონია, რომ თავს დააღწევ ღმერთის სამსჯავროს?
4
თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღმერთის სიკეთეს მონანიებისკენ მიჰყავხარ?
5
ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღმერთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს,
6
რომელიც ყველას მიუზღავს მათი საქმეებისამებრ:
7
მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას – საუკუნო სიცოცხლეს,
8
ხოლო მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას ჩადის – რისხვასა და გულისწყრომას.
9
გასაჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანს, ვინც ბოროტს ჩადის – ჯერ იუდეველს და მერე ბერძენს.
10
ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს და მერე ბერძენს.
11
რადგან ღმერთთან არ არის მიკერძოება.
12
ისინი, რომლებმაც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან. ხოლო ისინი, რომლებმაც რჯულის ქვეშ შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან
13
რადგან რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთის წინაშე, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან,
14
რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან.
15
ისინი გამოავლენენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, – რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთმანეთს და ხან ამართლებენ, –
16
იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ.
17
აჰა, შენ გქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე და იქადი ღმერთით,
18
იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს უარესისგან, რადგან რჯულიდან გისწავლია,
19
და დარწმუნებული ხარ, რომ ბრმების მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი ხარ,
20
უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, და გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების სახება რჯულში, –
21
როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არა?
22
ქადაგებ: არ მოიპაროო და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო და მრუშობ? კერპები გძაგს და მაინც მკრეხელობ?
23
რჯულით იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ!
24
რადგან როგორც წერია, „თქვენს გამო იგმობა ღმერთის სახელი წარმართთა შორის.“
25
რადგან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს ასრულებ. ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთლობად იქცევა.
26
მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება?
27
ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, წერილითა და წინადაცვეთით რჯულის დამრღვევს.
28
რადგან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასეთი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე,
29
არამედ ვინც შინაგანად, დაფარულად არის იუდეველი, ის არის იუდეველი, და სულით არის გულის წინადაცვეთა და არა ნაწერი ასოებით. და მისი ქება კაცთაგან კი არაა, არამედ ღმერთისგან.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16