bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 8
Romans 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 9 →
1
ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი აღარ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში ცხოვრობს არა ხორციელად, არამედ სულიერად.
2
რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.
3
რადგან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,
4
რათა აღსრულებულიყო რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად.
5
რადგან ისინი, რომლებიც ხორციელად ცხოვრობენ, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად ცხოვრობენ – სულიერზე.
6
რადგან ხორციელი აზროვნება სიკვდილია, ხოლო სულიერი – სიცოცხლე და მშვიდობა.
7
იმიტომ რომ ხორციელი ფიქრები ღმერთის მტრობაა, რადგან არ ემორჩილებიან ღმერთის რჯულს და არც შეუძლიათ ეს.
8
ამიტომ მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ აამონ ღმერთს.
9
თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.
10
და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის.
11
ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.
12
ამიტომ, ძმებო, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ.
13
რადგან, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.
14
რადგან ისინი, ვინც ღმერთის სულით წარიმართებიან, ღმერთის შვილები არიან.
15
რადგან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“
16
სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღმერთის შვილები ვართ.
17
ხოლო თუ შვილები – მაშინ მემკვიდრენიც, ღმერთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად განვდიდნეთ კიდეც.
18
რადგან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ.
19
რადგან მთელი ქმნილება იმედით მოელის ღმერთის შვილთა გამოცხადებას.
20
რადგან ქმნილება თავისი ნებით არ დამორჩილებია ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის ნებით, მაგრამ სასოებით,
21
რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღმერთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის.
22
რადგან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად გმინავს და იტანჯება აქამდე,
23
და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვგმინავთ ჩვენში, რადგან მოველით შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას.
24
რადგან სასოებით ვართ გამოხსნილნი. ხილული სასოება აღარ არის სასოება, რადგან, თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს?
25
ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
26
ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას. რადგან არ ვიცით, როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.
27
ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ რომ, იგი ღმერთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.
28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთის მოყვარულებისთვის, მისი განწესებით მოწოდებულებისთვის, ყველაფერი სასიკეთოდ მოქმედებს.
29
რადგან, რომელნიც წინასწარ იცნო, წინასწარვე განუსაზღვრა მათ თავისი ძის ხატების მსგავსად გარდაქმნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის.
30
ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.
31
ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვის შეუძლია იყოს ჩვენს წინააღმდეგ?
32
ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს?
33
ვინ გაამტყუნებს ღმერთის რჩეულთ? ღმერთია გამამართლებელი;
34
ვიღამ უნდა დასდოს მსჯავრი? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და კიდეც აღდგა მკვდრეთით, ღმერთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს ჩვენთვის.
35
რა ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, თუ მახვილი?
36
როგორც წერია: „რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი.“
37
მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.
38
და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი,
39
ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერაფერი სხვა მთელს ქმნილებაში ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16