bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 14
Romans 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 15 →
1
რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ.
2
ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მცენარეულს ჭამს.
3
ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს მას, ვინც არა ჭამს. და ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის მას, ვინც ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი.
4
ვინა ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა, მაგრამ აღიმართება, რადგან ღმერთს ძალუძს მისი აღმართვა.
5
ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად მიიჩნევს. დაე ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე.
6
ვინც პატივს მიაგებს დღეს, უფლისათვის მიაგებს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს. ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.
7
რადგან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისათვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის.
8
რადგან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
9
რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც.
10
მაშ შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ყველანი ღმერთის სამსჯავროს ტახტის წინაშე წარვდგებით.
11
რადგან წერია: „ცოცხალი ვარ მე,“ – ამბობს უფალი, – „ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს.“
12
ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის აგებს პასუხს ღმერთის წინაშე.
13
ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ უფრო იმას მივაპყროთ განსჯა, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს.
14
მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ თავისთავად არაფერია უწმიდური. მხოლოდ მისთვის არის უწმიდური, ვინც უწმიდურად ჩათვლის რაიმეს.
15
თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლისთვის ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე!
16
დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე.
17
რადგან ღმერთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.
18
ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღმერთისათვის და მოსაწონი – ადამიანთათვის.
19
მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.
20
საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღმერთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც დაბრკოლებით ჭამს.
21
უმჯობესია არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა დაბრკოლდება.
22
გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღმერთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს.
23
ვინც ეჭვობს ჭამისას, თავს იდანაშაულებს, რადგან რწმენით არ იქცევა. ხოლო ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16