bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 5
Romans 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 6 →
1
რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით,
2
რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიქადით ღმერთის დიდების სასოებით.
3
და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას,
4
მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – სასოებას,
5
ხოლო სასოება არასოდეს გვიმტყუნებს, რადგან ღმერთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
6
რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განწესებულ ჟამს მოკვდა უკეთურთათვის.
7
ძნელად წარმოსადგენია, რომ ვინმე მოკვდეს მართლისათვის, ხოლო კეთილისათვის, შესაძლოა, ვინმემ კიდეც გაბედოს სიკვდილი.
8
მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი აცხადებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.
9
ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით.
10
რადგან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როდესაც მტრები ვიყავით, მით უმეტეს, შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით.
11
უფრო მეტიც, ვიქადით ღმერთით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის წყალობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.
12
ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე და ცოდვის მიერ – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ადამიანებში, რაკი ყველამ შესცოდა.
13
რჯულამდეც იყო ცოდვა ქვეყნიერებაზე, მაგრამ, თუ რჯული არ არის, ცოდვად არ ჩაითვლება.
14
მაგრამ სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა.
15
მაგრამ მადლის ნიჭი არაა დანაშაულივით. რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, რამდენად უმეტესია ღმერთის მადლის და ნიჭის სიმდიდრე, რომელიც მიეცა ადამიანებს ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით.
16
ხოლო მადლის ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შეცოდებისა, რადგან ერთის გამო გამოვიდა მსჯავრი, მადლის ნიჭით კი მრავალი დანაშაულის გამართლება მოხდა.
17
რადგან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი გამეფდა, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებელნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით.
18
ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.
19
რადგან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.
20
რჯული რომ შემოვიდა, გაიზარდა დანაშაული. ხოლო როდესაც ცოდვა გაიზარდა, გაიზარდა მადლი,
21
რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლმა იმეფოს სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16