bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 6
Romans 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 7 →
1
მაშ რა ვთქვათ? დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს? არამც და არამც!
2
ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცოცხლოთ მასში?
3
ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ?
4
ჩვენ მასთან ერთად დავიმარხეთ სიკვდილით ნათლისღებით, რათა, როგორც ქრისტე აღდგა მამის დიდებით მკვდრეთით, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით.
5
რადგან, თუ სიკვდილის მსგავსებით შევუსისხლხორცდით მას, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას.
6
რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი ადამიანი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები.
7
რადგან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია.
8
და თუ ჩვენ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც,
9
რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე.
10
რადგან, ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღმერთისათვის ცოცხლობს.
11
თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღმერთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში.
12
მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათათვის დასამორჩილებად.
13
ნურც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ წარუდგინეთ ღმერთს თქვენი თავი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულებმა, და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად მიუძღვენით ღმერთს.
14
რადგან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, იმიტომ რომ თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ დგახართ.
15
მაშ, რა? ხომ არ ვცოდოთ, რაკი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ? არამც და არამც!
16
ნუთუ არ იცით, რომ ვისაც მისცემთ თავს მონებად მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა – სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა – სიმართლისათვის.
17
ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები, ახლა გულით დაემორჩილეთ მოძღვრების იმ სახეს, რომელსაც თქვენი თავი მიუძღვენით.
18
და ცოდვისაგან გათავისუფლებულნი სიმართლის მონები გახდით.
19
ადამიანურად ვამბობ თქვენი ხორცის უძლურების გამო: როგორც აძლევდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისთვის, ასევე ახლა გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს – განსაწმედად.
20
რადგან, როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან.
21
მაგრამ რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, რადგან მათი ბოლო სიკვდილია.
22
ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღმერთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ხოლო ბოლო – საუკუნო სიცოცხლე.
23
რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღმერთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ქრისტე იესოში, ჩვენს უფალში.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16