bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 10
Romans 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 11 →
1
ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღმერთისადმი ისრაელისათვისაა, რათა გადარჩნენ.
2
ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღმერთისადმი, მაგრამ არა სწორი შემეცნების საფუძველზე.
3
რადგან ღმერთის სიმართლე ვერ შეიცნეს და ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დადგენას.
4
ხოლო ქრისტე არის რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.
5
მოსე რჯულის სამართალზე წერს, რომ მისი შემსრულებელი ადამიანი მისით იცოცხლებს.
6
ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს: „ნუ იტყვი შენს გულში: ვინ ავა ზეცაში?“ – ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად.
7
ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ – ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.
8
მაგრამ რას ამბობს იგი? – „ახლოა შენთან სიტყვა, შენს პირშია და შენს გულში,“ – ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ.
9
იმიტომ რომ, თუ შენი პირით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები.
10
რადგან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო პირით აღიარებენ გადასარჩენად.
11
რადგან წერილი ამბობს: „არავინ, ვისაც სწამს იგი, არ შერცხვება.“
12
ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, რადგან ერთი უფალია ყველაზე. ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს.
13
რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება.
14
მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ ის, ვისზეც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?
15
და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილნი არ არიან? როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“
16
მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება, რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“
17
ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.
18
მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ სმენიათ? პირიქით: „მთელ ქვეყანას მოედო მათი ხმა და დედამიწის კიდეებს – მათი სიტყვები.“
19
მაგრამ ვამბობ: ნუთუ ისრაელმა არ იცოდა? პირველი მოსე ამბობს: „შურს აღვძრავ თქვენში ერით, რომელიც არ არის ერი, განგარისხებთ უგუნური ერით.“
20
ხოლო ესაია გაბედულად ამბობს: „მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა. გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა.“
21
ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ.“
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16