bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 15
Romans 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 16 →
1
ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.
2
ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის.
3
რადგან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: „შენი შეურაცხმყოფელების შეურაცხყოფა დამატყდა მე.“
4
რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს განსასწავლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს სასოება.
5
ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთს შორის ერთსულოვნება ქრისტე იესოს თანახმად,
6
რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა.
7
ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ თქვენ ღმერთის სადიდებლად.
8
ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე გახდა წინადაცვეთილთა მსახური ღმერთის ჭეშმარიტებისათვის, რათა შესრულებულიყო მამებისათვის აღთქმული,
9
ხოლო წარმართებმა განადიდონ ღმერთი წყალობისათვის, როგორც წერია: „ამისათვის გაღიარებ წარმართთა შორის და ვუგალობებ შენს სახელს.“
10
და კვლავ ამბობს: „იხარეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად.“
11
და კვლავ: „წარმართნო, აქეთ უფალი და ხალხებო, ადიდეთ იგი.“
12
და კვლავ ესაია ამბობს: „იქნება იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ, და ექნებათ მისი სასოება წარმართებს.“
13
ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში.
14
და მეც, ძმებო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თავადაც სავსე ხართ სათნოებით, სავსე ხართ ყოველი ცოდნით და შეგიძლიათ ერთმანეთის დარიგება.
15
მაგრამ გავკადნიერდი და თამამად მოგწერეთ ზოგიერთი რამ, როგორც თქვენდამი შეხსენება ღმერთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით,
16
ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღმერთის სახარების მღვდელმსახური, რათა წარმართთა შესაწირავი იყოს სასურველი და სულიწმიდის მიერ განწმედილი.
17
ამიტომ შემიძლია ვიამაყო ქრისტე იესოში ღმერთის წინაშე.
18
რადგან ისეთი რამის თქმას ვერ გავბედავ, რაც ქრისტეს არ გაეკეთებინოს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით,
19
ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღმერთის სულის ძალით, ისე რომ, იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილირიკამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.
20
ამასთან, ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა არ მეშენებინა სხვის საძირკველზე,
21
არამედ, როგორც წერია: „დაინახავენ მას ისინი, ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ, და მიხვდებიან ისინი, ვისაც არ სმენია.“
22
ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა.
23
ხოლო ახლა, როცა აღარა მაქვს გასაკეთებელი ამ მხარეებში, ხოლო მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა,
24
როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, რადგან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.
25
ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა მსახურებისათვის.
26
რადგან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს მოწყალების გაზიარება ღარიბი წმიდებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან.
27
ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. რადგან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ჯერ არს, რომ ხორციელად მოემსახურონ მათ.
28
ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ.
29
ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სახარების სრული კურთხევით.
30
შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, ჩემთან ერთად იბეჯითოთ ღმერთისადმი ჩემთვის ლოცვებში.
31
რათა გადავურჩე ურწმუნოებს იუდეაში და წმიდათათვის სათნო იყოს ჩემი სამსახური იერუსალიმში.
32
რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღმერთის ნებით და განვისვენო თქვენთან.
33
მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
Recommended Reading
Commentary
Romans Commentaries
→
Devotional
Romans Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→