bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Romans 3
Romans 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 4 →
1
მაშინ რა არის იუდეველის უპირატესობა ან წინადაცვეთილობის სარგებლობა?
2
დიდია უპირატესობა ყოველნაირად, რადგან პირველ ყოვლისა მათ აქვთ მინდობილი ღმერთის სიტყვები,
3
და თუ ზოგიერთმა არ იწამა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღმერთის სარწმუნოობას?
4
არამც და არამც! ღმერთი ჭეშმარიტია და ყოველი ადამიანი კი – მტყუანი, როგორც წერია: „ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი შენს სამართალში.“
5
ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გამოაჩენს ღმერთის სიმართლეს, რაღა გვეთქმის? უსამართლოა ღმერთი, რისხვას რომ მოავლენს? – ვლაპარაკობ როგორც ადამიანი.
6
არამც და არამც! სხვაგვარად როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყნიერება?
7
თუ ჩემი სიცრუით ღმერთის ჭეშმარიტება გაცხადდა თავისი დიდებით, რაღად უნდა ვიქნე განკითხული როგორც ცოდვილი?
8
მაშ, ხომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? ასეთები განსჯას იმსახურებენ.
9
მაშ, როგორ? გვაქვს უპირატესობა? არავითარი! რადგან ხომ განვსაჯეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან.
10
როგორც წერია: „არავინ არის მართალი,
11
არავინ არის გონიერი; არავინ ეძებს ღმერთს.
12
ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ ვარგა. არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.
13
მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია.
14
მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე.
15
მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად.
16
ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე,
17
მშვიდობის გზა არ იციან.
18
ღმერთის შიში არ არის მათ თვალწინ.“
19
ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი ქვეყნიერება მსჯავრდებული გახდეს ღმერთის წინაშე.
20
იმიტომ რომ რჯულის საქმეებით ვერც ერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგან რჯულით შეიცნობა ცოდვა.
21
ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი,
22
ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არის განსხვავება,
23
რადგან ყველამ შესცოდა და ყველა მოკლებულია ღმერთის დიდებას,
24
და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით,
25
რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისი სისხლით, რათა ადრე ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღმერთის სულგრძელებაში,
26
რათა ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე იმით, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი.
27
რაღა დაგვრჩა სასიქადულო? აღარაფერი, ყველაფერი გაუქმდა. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით.
28
რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად.
29
განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც.
30
რადგან ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილებს და ასევე წინადაუცვეთელებსაც.
31
მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16