bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 11
Ezekiel 11
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 12 →
1
და ამიყვანა მე სულმა და მიმიყვანა უფლის სახლის აღმოსავლეთის კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთითაა მიმართული. და კარიბჭის შესასვლელში იდგა ოცდახუთი კაცი, და მე დავინახე მათ შორის იააზანია, ძე ყაზურისა და ფელატია ძე ბენაიასი, ერის მთავარნი.
2
და მითხრა: „ძეო კაცისავ! ესენი არიან ადამიანები, მზაკვრობის განმზრახველნი და ბოროტი რჩევის მრჩეველნი ამ ქალაქში,
3
ამბობენ: ‘არ არის ახლოს დრო სახლების შენებისა, ეს ქალაქი ქვაბია, ჩვენ კი ხორცი.’
4
ამიტომ იწინასწარმეტყველე მათზე, იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ!“
5
და გადმოვიდა ჩემზე სული უფლისა და მითხრა: „თქვი, ასე ამბობს უფალი: ‘სწორს ამბობ, სახლო ისრაელისა, და ვიცი თქვენი სულის ფიქრები.
6
გაამრავლეთ თქვენი დახოცილები ამ ქალაქში და გაავსეთ მისი ქუჩები გვამებით.’
7
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ‘თქვენი დახოცილები, რომლებიც თქვენ დააწყვეთ მასში, ხორცია, ეს კი ქვაბია, და თქვენ გამოგიყვანთ მისგან.
8
მახვილის გეშინიათ თქვენ და მახვილს მოვაწევ თქვენზე!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. –
9
„და გამოგიყვანთ მისგან და გადაგცემთ უცხოთა ხელთ და აღასრულებენ თქვენზე სამართალს.
10
მახვილით დაეცემით ისრაელის საზღვარზე, განგსჯით თქვენ და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
11
არ იქნება ის თქვენთვის ქვაბი და თქვენ არ იქნებით მასში ხორცად, ისრაელის საზღვართან განგსჯით თქვენ,
12
და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, რადგან ჩემი წესებით არ იარეთ და ჩემი სამართალი არ აკეთეთ და არც იმ ხალხების სამართალი აკეთეთ, რომელნიც თქვენს ირგვლივ არიან.“
13
და როდესაც მე ვწინასწარმეტყველებდი, ფელატია ბენაიას ძე მოკვდა. პირქვე დავემხე და შევღაღადე დიდი ხმით და ვთქვი: „ოჰ, უფალო ღმერთო, ნუთუ საბოლოოდ მოსპობ ისრაელის ნატამალს?“
14
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
15
„ძეო კაცისავ! შენს ძმებს, ჰო, შენს ძმებს, შენს ნათესავებს და მთელ ისრაელის სახლს, ყველას, რომელთაც უთხრეს იერუსალიმის მცხოვრებლებმა: ‘მოშორდით უფალს, ჩვენ მოგვეცა ეს ქვეყანა სამკვიდროდ.’
16
ამიტომ თქვი: ‘ასე ამბობს უფალი ღმერთი: თუმცა მე მოვიშორე ისინი ხალხებში და გავფანტე ისინი ქვეყნებში, მე ვიქნები მათთვის მცირე საკურთხევლად ქვეყნებში, სადაც მივიდნენ ისინი.’
17
ამიტომ თქვი: ‘ასე ამბობს უფალი ღმერთი: შეგკრებთ თქვენ ხალხებიდან და შეგაგროვებთ თქვენ ქვეყნებიდან, სადაც განიფანტეთ თქვენ, და მოგცემთ ისრაელის მიწას.
18
და მივლენ იქ და მოაცილებენ მას ყველა მის სისაძაგლეს.
19
და მე მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ თქვენ, და ამოვაცლი ქვის გულს მათი ხორციდან და მივცემ მათ ხორცის გულს.
20
რათა ჩემი წესებით იარონ და ჩემი სამართალნი დაიცვან და შეასრულონ ისინი. და იქნებიან ჩემს ერად და მე ვიქნები მათ ღმერთად.
21
ხოლო ვისი გულიც მათი სიბილწისა და სისაძაგლისკენ მიილტვის, მათ საქციელს მათ თავებზევე მოვაწევ.“ – სიტყვა უფალი ღმერთისა.
22
და ასწიეს ქერუბიმებმა თავიანთი ფრთები ბორბლებითურთ და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მათზე მაღლიდან.
23
და ავიდა უფლის დიდება ქალაქის შუაგულიდან და დადგა მთაზე, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთითაა.
24
და სულმა ამიტაცა და მიმიყვანა გადასახლებულებთან ქალდეაში, ხილვაში ღმერთის სულით, და დამცილდა ხილვა, რომელიც ვიხილე.
25
და მე ველაპარაკე გადასახლებულებს უფლის ყველა საქმეზე, რომელიც მახილვინა მე.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48