bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 47
Ezekiel 47
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 46
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 48 →
1
და დამაბრუნა სახლის შესასვლელში და ვნახე იქ წყალი, გამომდინარე სახლის ზღურბლის ქვეშიდან, აღმოსავლეთით, რადგან სახლი აღმოსავლეთით იყო მიქცეული და წყალი ჩამოდიოდა სახლის მარჯვენა მხარის ქვევიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით.
2
და გამომიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭის გზით და გამატარა გარეთა გზით გარეთა კარიბჭესთან, გზით, რომელიც აღმოსავლეთით იყო მიქცეული და მოედინებოდა იქ წყალი მარჯვენა მხრიდან.
3
როდესაც გადიოდა ეს კაცი აღმოსავლეთით, მას ხელში ზონარი ეჭირა და გაზომა ათასი წყრთა და გამატარა მე წყალში – მუხლისთავამდე იყო წყალი.
4
და გაზომა ათასი და გამატარა წყალში – მუხლებამდე იყო წყალი, და გაზომა კიდევ ათასი და კვლავ გამატარა – წყალი ამჯერად წელამდე იყო.
5
და კიდევ გადაზომა ათასი – და იყო ხევი, რომლის გადალახვა არ შემეძლო, რადგან აიწია წყალმა. წყალი საცურაო იყო, ხევი კი ვერ გადაილახებოდა.
6
და მითხრა მან: „ნახე, ძეო კაცისავ?“ და წამიყვანა მან და დამაბრუნა ხევის ნაპირზე.
7
და როდესაც დავბრუნდი, ვნახე მდინარის სანაპიროზე ძალზე ბევრი ხე ორივე მხრიდან.
8
და მითხრა მან: ‘ეს წყლები გადიან აღმოსავლეთის მხარეში, ჩავლენ ტრამალზე და შევლენ ზღვიდან ზღვაში, იქ რომ არიან, და განიკურნება წყალი.
9
და ყოველი სულიერი არსება, რომელიც იძვრის ყველგან, სადაც მივლენ ეს ხევები, იცოცხლებს და იქნება ძალზე მრავალი თევზი, რადგან მივლენ იქ ეს წყლები, და განკურნავენ, და ცოცხალი იქნება ყველაფერი, სადაც მივა ეს ხევი.
10
და დადგებიან მასზე მეთევზენი: ყენ-გადიდან ყენ-ეგლაიმამდე ბადეთა გასაშლელი იქნება. იმავე ჯიშის იქნება მათი თევზები, როგორც დიდი ზღვის თევზია, ძალზე მრავალი.
11
მისი ჭაობები და მისი ტბები არ განიკურნება – მარილისთვის მიეცემა.
12
და ხევზე, მისი სანაპიროს ორივე მხარეს, ამოვა ყველანაირი ხე საჭმელის მომცემი, მისი ფოთლები არ დაჭკნება და მისი ნაყოფი არ მოილევა. ყოველ თვეს დამწიფდება ახალი ხილი, რადგან მისი წყლები საწმიდრიდან გამოდიან. და იქნება მისი ნაყოფი საჭმელად და მისი ფოთლები წამლად.“
13
და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ესაა საზღვარი, რომლითაც დაუნაწილებ ამ ქვეყანას ისრაელის თორმეტ ტომს: იოსებს ექნება ორი წილი
14
და დაინაწილებთ მას, თითოეული თანაბრად. როდესაც ავწიე ჩემი ხელი, დავიფიცე მიმეცა თქვენი მამებისათვის და თქვენ გხვდათ წილად ეს ქვეყანა სამკვიდრებლად.
15
ეს არის ამ ქვეყნის საზღვარი: ჩრდილოეთის მხარეს დიდი ზღვიდან ხეთლონის გზით ცედადის მიმართულებით,
16
ხამათი, ბეროთა, სიბრაიმი, რომლებიც დამასკოს საზღვარსა და ხამათის საზღვარს შორისაა, ხაცერ-ჰათიქონამდე, რომელიც ხავრანის საზღვართანაა.
17
იქნება საზღვარი ზღვიდან ხაცარ-ყენონამდე; დამასკოსა და ჩრდილოეთით ხამათის საზღვრამდე. და ეს არის ჩრდილოეთის საზღვარი.
18
და აღმოსავლეთის საზღვარი – ხავრანს შორის და დამასკოს შორის და გილყადს შორის და ისრაელის ქვეყანას შორის, იორდანეზე, აღმოსავლეთის ზღვის საზღვრიდან გადაზომეთ. და ეს არის აღმოსავლეთის კიდე.
19
და სამხრეთის საზღვარი – სამხრეთისაკენ თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, ხევის გაყოლებაზე დიდი ზღვისაკენ. და ეს არის სამხრეთის საზღვარი, სამხრეთით.
20
და დასავლეთის საზღვარი – დიდი ზღვა, სამხრეთის საზღვრიდან ხამათში მიმავალ გზამდე. ეს არის დასავლეთის საზღვარი.
21
გაინაწილეთ წილისყრით ეს ქვეყანა თქვენს შორის, ისრაელის ტომების მიხედვით.
22
და როცა გაანაწილებთ წილისყრით მას სამკვიდრებლად თქვენთვის და თქვენს შორის მცხოვრებ მდგმურთათვის, რომელთაც თქვენს შორის შობეს შვილები. იქნებიან ისინი თქვენთან, როგორც მკვიდრნი ისრაელის ძეთა შორის. თქვენთან გაინაწილებენ წილისყრით სამკვიდრებლად ისრაელის ტომთა შორის.
23
და იმ ტომში, რომელშიც მდგმური იცხოვრებს, იქ მისცემთ მას სამკვიდრებელს,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა.
← Chapter 46
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 48 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48