bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 41
Ezekiel 41
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 40
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 42 →
1
და მიმიყვანა მან ტაძარში და გაზომა სვეტები: ექვსი წყრთა სიგანე ერთი მხრიდან და ექვსი წყრთა სიგანე მეორე მხრიდან. ეს იყო სიგანე იმ კარვისა,
2
სიგანე შესასვლელისა – ათი წყრთა და გვერდები შესასვლელისა – ხუთი წყრთა ერთი მხრიდან და ხუთი წყრთა მეორე მხრიდან. გაზომა მისი სიგრძე – ორმოცი წყრთა და სიგანე – ოცი წყრთა.
3
და შევიდა ის შიგნით და გაზომა შესასვლელის სვეტები – ორი წყრთა და შესასვლელი – ექვსი წყრთა, და შესასვლელის სიგრძე – შვიდი წყრთა.
4
და გაზომა მისი სიგრძე, რომელიც იყო ოცი წყრთა და სიგანე ოცი წყრთა, ტაძრის პირდაპირ. და მითხრა: ‘ეს წმიდათა წმიდაა.’
5
და გაზომა სახლის კედელი – ექვსი წყრთა და სიგანე გვერდითი ოთახისა – ოთხი წყრთა გარშემო, სახლის ირგვლივ.
6
და გვერდითი ოთახები – გვერდი-გვერდ – ოცდაცამეტი და აღწევდნენ კედლამდე, რომელიც სახლს ჰქონდა ოთახებისათვის გარშემო, რათა ყოფილიყვნენ ერთმანეთს მიყრდნობილი, მაგრამ არ იყვნენ მიყრდნობილი სახლის კედელს.
7
და ფართოვდებოდა და იხვეოდა მაღლა მიმავალი საფეხურები გვერდითა ოთახებისაკენ, რადგან დახვეული საფეხურები სახლისა მიიწევდნენ მაღლა-მაღლა, სახლის ირგვლივ, ამიტომ განიერდებოდა სახლის სიმაღლის კვალობაზე და, ამგვარად, ქვედა სართულიდან ზედაზე ადიოდნენ შუას საშუალებით.
8
ვნახე, რომ სახლს ირგვლივ ჰქონდა შვერილი, საფუძველი გვერდითი ოთახებისა – მთელი ლერწამი, ექვსი წყრთა.
9
გვერდითი ოთახების გარეთა კედლის სისქე იყო ხუთი წყრთა.
10
ხოლო ხანი სახლის გვერდით ოთახებსა და სენაკებს შორის იყო ოცი წყრთა ირგვლივ.
11
შესასვლელი გვერდითი ოთახისა გადიოდა დატოვებულ ადგილზე: ერთი შესასვლელი ჩრდილოეთით იყო და მეორე შესასვლელი – სამხრეთით. დატოვებული ადგილის სიგანე – ხუთი წყრთა ირგვლივ.
12
ტაძრის დარბაზისაკენ მიქცეული შენობა, სამხრეთის მხარეს მდებარე: სიგანე იყო სამოცდაათი წყრთა. და შენობის კედელი – ხუთი წყრთა სიგანისა და მისი სიგრძე – ოთხმოცდაათი წყრთა.
13
და მან გაზომა ეს სახლი: სიგრძე ასი წყრთა, და ტაძრის დარბაზი და მისი შენობა და მისი კედლები, სიგრძით ასი წყრთა.
14
სიგანე სახლის წინა ნაწილისა და ტაძრის დარბაზისა აღმოსავლეთით – ასი წყრთა.
15
გაზომა მან სიგრძე შენობისა ტაძრის დარბაზის პირდაპირ, რომელიც მის უკან იყო, და მისი დერეფნები ორივე მხრიდან – ასი წყრთა. და შიგნითა ტაძარი და ეზოს დარბაზები,
16
ზღურბლები და დახშული სარკმელები და დერეფნები ირგვლივ, სამივე ზღურბლის საპირისპიროდ, ხის დაფები ირგვლივ და მიწიდან სარკმელებამდე. სარკმელები კი დახურული იყო.
17
შესასვლელის ზემოდან და შიგნითა სახლამდე და გარეთ და ყველა კედლების ირგვლივ და გარეთ ყველაფერი თანაზომიერი იყო.
18
და გამოხატული იყო ეს ქერუბიმები და პალმები. და პალმა იყო ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის და ორი სახე ჰქონდა ქერუბიმს:
19
ადამიანის სახე იყო მიმართული პალმისაკენ ერთი მხრიდან და ლომის ბოკვერის სახე პალმისაკენ მეორე მხრიდან. ასე იყო გაკეთებული მთელ სახლში, ირგვლივ.
20
მიწიდან შესასვლელის ზედა ნაწილამდე ქერუბიმები და პალმები გაკეთებული იყო ტაძრის კედლებზეც.
21
ტაძრის კარის წირთხლი ოთხკუთხედი იყო. და წმიდის წინამო იმავე შესახედაობისა იყო.
22
ხის სამსხვერპლო იყო სამი წყრთა სიმაღლით და მისი სიგრძე იყო ორი წყრთა. მისი კუთხეები, მისი საფუძველი და მისი კედლები ხისა იყო; და მითხრა მან: „ეს არის მაგიდა, რომელიც უფლის წინაშეა.“
23
ორი კარი ჰქონდათ ტაძარსაც და წმიდასაც.
24
თითოეულ კარს ორი ფრთა ჰქონდა, ორივე ტრიალდებოდა. ორი ფრთა ერთ კარს და ორი ფრთა მეორე კარს.
25
ტაძრის კარებზე ქერუბიმები და პალმები იყო გამოხატული, როგორც კედლებზე. ძელი დარბაზის წინ იყო, გარედან.
26
და ცხაურიანი სარკმელნი და პალმები ორივე მხრიდან დარბაზის გვერდებზე და სახლის მონაშენები და ძელები.
← Chapter 40
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 42 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48