bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 30
Ezekiel 30
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 31 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
2
„ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იქვითინეთ: ვაი იმ დღეს!
3
რადგან ახლოს არის ის დღე და ახლოს არის დღე უფლისა, დღე ღრუბლიანი. დგება ხალხების ჟამი!
4
და მოვა მახვილი ეგვიპტეზე და იქნება კრუნჩხვა ქუშში, როცა დაეცემიან ეგვიპტეში, წაიღებენ მის ავლა-დიდებას და დაანგრევენ მის საძირკვლებს.
5
ქუში, ფუტი, ლუდი და მთელი არაბეთი, ლიბია და აღთქმის ქვეყნის ძენი მათთან ერთად, მახვილით დაეცემიან.’
6
ასე თქვა უფალმა: ‘დაეცემიან ეგვიპტის მხარდამჭერნი და დამდაბლდება სიამაყე მისი ძლიერებისა, მიგდოლიდან სევენემდე მახვილით დაეცემიან!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. –
7
‘და გაუდაბურდება ქვეყნებს შორის და მისი ქალაქები უკაცრიელ ქალაქთა შორის
8
და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც ცეცხლს მივცემ ეგვიპტეს და დაილეწება ყველა მისი შემწე.
9
იმ დღეს გამოვლენ ჩემგან წარგზავნილნი რათა შეაშინონ უსაფრთხო ქუში. და იქნება მათში შიში ეგვიპტის დღეს, რადგან, აჰა, მოდის იგი.’
10
ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘და მე ბოლოსმოვუღებ ეგვიპტის ხალხს ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ხელით.
11
ის და მისი ხალხი მასთან ერთად, უსასტიკესნი ხალხთაგან, მოყვანილნი იქნებიან ამ ქვეყნის მოსასპობად, და გააშიშვლებენ მახვილებს ეგვიპტეზე, და გაავსებენ ქვეყანას დახოცილებით.
12
და ამოვაშრობ მდინარეებს, და მივყიდი ამ ქვეყანას ბოროტთა ხელთ, და გავაუდაბურებ ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით! მე, უფალმა, ვთქვი.’
13
ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘გავანადგურებ კერპებს და გავწყვეტ ცრუღმერთებს ნოფში, და მთავარი აღარ იქნება ეგვიპტის ქვეყნიდან, და შიშის ზარს დავცემ ეგვიპტის ქვეყანას.
14
და გავაუდაბურებ ფათროსს, და ცეცხლს წავუკიდებ ცოყანს, და სამართალს აღვასრულებ თებეში.
15
და გადმოვღვრი ჩემს რისხვას სინზე, აღმოვფხვრი ხალხმრავლობას თებეში.
16
და ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტეს, ძრწოლით აწრიალდება ისინი და გაინგრევა თებე. ნოფს კი მტერი მოადგება დღისით.
17
ჭაბუკნი ონისა და ფი-ბესეთისა და ტყვეობაში წავლენ.
18
თახფანხესში დღე დაბნელდება, როცა დავლეწავ იქ ეგვიპტის უღელს. და შეწყდება მასში სიამაყე მისი ძლიერებისა, ღრუბელი დაფარავს მას და ტყვეობაში წავლენ მისი ასულნი.
19
სამართალს აღვასრულებ ეგვიპტეზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.“
20
მეთერთმეტე წელს, პირველი თვის მეშვიდე დღეს, იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
21
„ძეო კაცისავ! მე გადავტეხე მკლავი ფარაონისა, ეგვიპტის მეფისა, და აჰა, არაა შეხვეული იგი, რათა მიეცეს განკურნება; არ შეკრულა, რომ გამაგრდეს მახვილის დასაჭერად.
22
ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, ფარაონის, ეგვიპტის მეფის, წინააღმდეგ ვარ და გადავტეხ მის მკლავებს, მრთელსაც და გატეხილსაც, და გავაგდებინებ მახვილს ხელიდან.
23
და გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და გავაბნევ ქვეყნებში,
24
და გავამაგრებ ბაბილონის მეფის მკლავებს და მივცემ ჩემს მახვილს ხელში, ფარაონს კი გადავუტეხ მკლავებს და იკვნესებს სასიკვდილოდ დაჭრილის კვნესით მის წინაშე.
25
და გავამაგრებ ბაბილონის მეფის მკლავებს და ფარაონის მკლავნი დაეშვებიან. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა მივცემ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს ხელში და მოიღერებს მას ეგვიპტის ქვეყანაზე.
26
და გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და გავაბნევ მათ ქვეყნებში, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!’“
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48