bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 42
Ezekiel 42
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 41
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 43 →
1
გამიყვანა მე გარეთა ეზოში ჩრდილოეთის გზით და მომიყვანა სენაკთან, რომელიც ტაძრის დარბაზის მოპირდაპირედ და ჩრდილოეთისაკენ მიქცეული შენობის პირისპირ იყო.
2
ჩრდილოეთის შესასვლელის წინა მხარის სიგრძე ასი წყრთა იყო, სიგანე ორმოცდაათი წყრთა.
3
ოც წყრთაზე შიგნითა ეზოში და ქვაფენილის გასწვრივ, გარეთა ეზოში, დერეფანი დერეფნის პირისპირ იყო სამ სართულზე.
4
და სენაკთა წინ გასავლელი ათი წყრთა სიგანისა ეზოს შიგნით, გზა ერთი წყრთა და მათი შესასვლელები ჩრდილოეთით.
5
ზედა სენაკები იყო მოკლე, რადგან დერეფნებს მათგან უფრო მეტი ადგილი ეჭირათ, ვიდრე ქვემო და შუა სართულებს შენობისას,
6
რადგან სამსართულიანები იყო ისინი და არ ჰქონდათ სვეტები, მსგავსი ეზოს სვეტებისა, და ამის გამო დაშორებული იყო ქვემო და შუა სართულებს ნიადაგიდან.
7
და ზღუდე, რომელიც გარედან იყო სენაკთა პირისპირ გარეთა ეზოსკენ. მისი სიგრძე – ორმოცდაათი წყრთა,
8
რადგან სენაკთა სიგრძე, რომლებიც გარეთა ეზოში იყო, ორმოცდაათი წყრთა იყო, ხოლო ტაძრის პირდაპირ – ასი წყრთა.
9
ამ სენაკთა ქვევით იყო შემოსასვლელი აღმოსავლეთით, გარეთა ეზოდან შესასვლელად.
10
ეზოს ზღუდის სიგანეზე აღმოსავლეთით ტაძრის დარბაზის პირდაპირ და შენობის პირდაპირ სენაკები იყო.
11
გზა მათ წინ იყო მსგავსი იმ სენაკებისა, რომლებიც ჩრდილოეთის გზაზე იყო: სიგრძით, სიგანით, და ყველა მათი შესასვლელ-გამოსასვლელით,
12
და როგორიც იყო შესასვლელები სენაკებისა, რომლებიც სამხრეთის გზაზეა, ისეთივე შესასვლელი იყო გზის დასაწყისში. გზა ამბიონის ზღუდის წინ აღმოსავლეთით მათში შესასვლელად.
13
და მითხრა მან: ‘ჩრდილოეთის სენაკები, სამხრეთის სენაკები, რომლებიც ტაძრის დარბაზის წინაა, წმიდა სენაკებია, სადაც მღვდლები ჭამენ, რომელნიც წმიდათა წმიდის უფალს უახლოვდებიან. იქ ინახავენ წმიდათა წმიდას და ძღვენს და ცოდვის შესაწირავს და დანაშაულის შესაწირავს, რადგან წმიდაა ეს ადგილი.
14
როდესაც მოდიან მღვდლები, არ გადიან ისინი წმიდიდან გარეთა ეზოში და აქ აწყობენ თავიანთ სამოსელს, რომლითაც მსახურობენ, რადგან წმიდაა ისინი, და იცვამენ ისინი სხვა სამოსელს და მერე უახლოვდებიან იმას, რაც ხალხისთვის არის.“
15
დაასრულა მან შიგნითა სახლის გაზომვა და გამომიყვანა კარიბჭის გზით, რომელიც აღმოსავლეთითაა მიმართული, და გაზომა ის ირგვლივ.
16
და გაზომა აღმოსავლეთის მხარე ლერწმის საზომით: ირგვლივ ხუთასი ლერწამი.
17
გაზომა ჩრდილოეთის მხარე: ხუთასი ლერწამი საზომი ლერწმით, ირგვლივ.
18
სამხრეთის მხარე გაზომა: ხუთასი ლერწამი საზომი ლერწმით.
19
მიტრიალდა ზღვის მხარეს, გაზომა ხუთასი ლერწამი საზომი ლერწმით.
20
ოთხივ კუთხით გაზომა მან იგი, გალავანი მის ირგვლივ, სიგრძე – ხუთასი და სიგანე – ხუთასი, რათა გამოეცალკევებინა ერთმანეთისგან წმიდა და სადაგი.
← Chapter 41
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 43 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48