bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 5
Ezekiel 5
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 6 →
1
„შენ კი, ძეო კაცისავ! აიღე შენთვის მჭრელი მახვილი, დალაქთა სამართებელი აიღე შენთვის და გადაატარე შენს თავზე და შენს წვერზე და აიღე შენთვის ასაწონი სასწორი და გაანაწილე თმა.
2
მესამედი კოცონზე დაწვი ქალაქის შუაგულში ალყის დღეების დასრულებისას. და აიღე მესამედი და მახვილით დაკეპე ქალაქის ირგვლივ, მესამედი ქარში გაფანტე და მე გავაშიშვლებ მახვილს მათ უკან.
3
აიღე იქიდან მცირეოდენი და მიაბი ისინი შენი ტანსაცმლის კიდეს.
4
და მათგან აიღე კიდევ და ჩაყარე ისინი ცეცხლში და დაწვი ისინი ცეცხლში და გამოვა იქიდან ცეცხლი მთელ ისრაელის სახლზე.
5
და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ეს იერუსალიმია! ხალხებს შორის დავადგინე იგი და მის ირგვლივ – ქვეყნები.
6
ის კი წინაღუდგა ჩემს სამართალს და შესცოდა სხვა ხალხებზე მეტად და წინაღუდგა ჩემს წესებს იმ ქვეყნებზე უარესად, რომლებიც მის ირგვლივაა, რადგან ჩემი სამართალი შეიჯავრეს და ჩემი წესებით არ იარეს.’
7
ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: რადგან თქვენს სიშმაგეში გადააჭარბეთ სხვა ხალხებს, რომლებიც თქვენს ირგვლივაა და ჩემი წესებით არ იარეთ და ჩემი სამართალი არ ჰყავით, და არც სხვა ხალხების სამართალი, რომლებიც თქვენს ირგვლივაა, არ ჰყავით.
8
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მეც შენს წინააღმდეგ ვიქნები და შენს შიგნით ვყოფ სამართალს ხალხების თვალწინ.
9
და გაგიკეთებ იმას, რაც არ გამიკეთებია და რის მსგავსსაც არ გავაკეთებ კვლავ ყველა შენი სისაძაგლის გამო.
10
ამიტომ მამები შეჭამენ შვილებს შენს შორის და შვილები შეჭამენ თავიანთ მამებს, და ვყოფ შენში სამართალს და გავფანტავ მთელ შენს ნატამალს ყველა ქარისაკენ.
11
‘როგორც ცოცხალი ვარ!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘მართლაც იმიტომ, რომ ჩემი საკურთხეველი შებილწე შენი ყოველი სისაძაგლით და შენი ყოველი საზიზღრობით, და მეც დაგამცირებ შენ და არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არც მე შეგიბრალებ.
12
შენი მესამედი შავი ჭირით მოკვდება და შიმშილით დაიღუპება შენს შორის, მესამედი მახვილით დაეცემა შენს ირგვლივ, მესამედს ყველა ქარისკენ გავფანტავ და მახვილს გავაშიშვლებ მათ უკან.
13
და დასრულდება ჩემი რისხვა და დავაცხრობ ჩემს გულისწყრომას მათზე, და დავწყნარდები და გაიგებენ, რომ მე, უფალი, ვლაპარაკობდი ჩემი ეჭვიანობისას, მათზე ჩემი რისხვის დასრულებისას.
14
და მიგცემ შენ ასაოხრებლად და შესარცხვენად ხალხებში, რომლებიც შენს ირგვლივაა, ყოველი გამვლელის თვალში.
15
და იქნება ეს შესარცხვენად და დასაცინად, და მაგალითად და გასაოცებლად ხალხებისათვის, რომლებიც შენს ირგვლივაა, როდესაც ვყოფ შენში სამართალს გულისწყრომასა და რისხვაში და რისხვის საყვედურებში. მე, უფალმა, ვილაპარაკე.
16
მათზე შიმშილის ულმობელი ისრების გაგზავნისას, რომლებიც დასაღუპავად იქნებიან, როდესაც გავგზავნი მათ თქვენს დასაღუპავად, და შიმშილს გავაძლიერებ თქვენზე და დაგილეწავთ თქვენ პურის არგანს.
17
და გამოვგზავნი თქვენზე შიმშილს და მხეცებს, და დარჩები უშვილოდ, და შავი ჭირი და სისხლი გაივლის შენში, და მახვილს მოვაწევ შენზე. მე, უფალმა, ვილაპარაკე!’“
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48