bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 25
Ezekiel 25
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 26 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
2
„ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი, ყამონის ძეთაკენ, და იწინასწარმეტყველე მათზე.
3
და უთხარი ყამონის ძეთ: ‘ისმინეთ სიტყვა უფალი ღმერთისა: ასე თქვა უფალმა ღმერთმა: რადგანაც თქვი „ახი“ ჩემს საკურთხეველზე, რადგან შეიბღალა იგი, და ისრაელის მიწაზე, რადგან აოხრდა, და იუდას სახლზე, რადგან წავიდნენ გადასახლებაში,
4
ამიტომ აჰა, მე მიგცემ შენ აღმოსავლეთის ძეთ მემკვიდრეობად, და გამართავენ შენში თავიანთ პალატებს და დადგამენ შენში თავიანთ საცხოვრებლებს, შეჭამენ შენს ნაყოფს და შენს რძეს.
5
რაბას აქლემების საძოვრად მივცემ, და ყამონის ძეთ – ფარა რომ დაყაროს; და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი,’
6
რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან ტაშს უკრავდი და ფეხს აბაკუნებდი და ხარობდი მთელი შენი სულის ზიზღით ისრაელის მიწაზე,
7
ამიტომ მე გავიწვდენ ხელს შენზე და მიგცემ ხალხებს გასაძარცვავად, და მოგკვეთავ ხალხებიდან, და მოგსპობ ქვეყნებიდან, გაგანადგურებ და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი.’
8
ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან ამბობენ მოაბი და სეყირი: აჰა, როგორც ყველა ხალხი, ისე სახლი იუდასი,
9
ამიტომ აჰა, მე გავაშიშვლებ მოაბის ფერდებს ქალაქთაგან, მის სასაზღვრო ქალაქთაგან, ქვეყნის მშვენებათაგან – ბეთ-იეშიმოთისგან, ბაყალ-მეყონისგან და კირიათაიმისგან,
10
აღმოსავლეთის ძეთათვის და მივცემ მას მემკვიდრეობად ყამონის ძეთ, რათა არ მოიხსენიონ ყამონის ძენი ხალხებში,
11
და მოაბს დავდებ მსჯავრს და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.“
12
ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „იმის გამო, რომ ედომმა შური იძია იუდას სახლზე და შესცოდა, შური იქნება ნაძიები მასზე!“
13
ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „გავიწვდენ ჩემს ხელს ედომზე და მოვსპობ ადამიანსა და საქონელს, და მივცემ მას დასანგრევად; თემანიდან დედანამდე მახვილით დაეცემიან.
14
და აღვასრულებ შურისგებას ედომზე ჩემი ერის ხელით და მოექცევიან ედომს ჩემი რისხვასამებრ და ჩემი გულისწყრომისამებრ, და გაიგებენ ჩემს შურისგებას!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა.
15
ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „იმის გამო, რომ ფილისტიმელნი შურისძიებით იქცეოდნენ და სულის ზიზღით იძიებდნენ შურს მოსასპობად მარადიული მტრობით,’
16
ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მე გავიწვდენ ჩემს ხელს ფილისტიმელებზე და მოვსპობ კრეტელებს და გავანადგურებ ზღვის პირის ნატამალს,
17
და აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებას რისხვის სასჯელებით და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც ვიძიებ მათგან ჩემს შურს!’“
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48