bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 28
Ezekiel 28
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 29 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
2
„ძეო კაცისავ! უთხარი ცორის მთავარს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: რადგან აღზევდა შენი გული და ამბობდი: „მე ვარ ღმერთი, ღმერთის სამყოფელში ვზივარ, ზღვების გულში!“ შენ კი ადამიანი ხარ და არა ღმერთი და გული ღმერთის გულს გაუთანაბრე.
3
აჰა, შენ დანიელზე ბრძენი ხარ, არავითარი საიდუმლო არაა დაფარული შენგან,
4
შენი სიბრძნით და შენი გონებით მოიხვეჭე ოქრო-ვერცხლი შენი საგანძურებისთვის,
5
შენი დიდი სიბრძნით, ვაჭრობით გაამრავლე და აღზევდა შენი გული შენი დოვლათით.’
6
ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან შენი გული ღმერთის გულს გაუთანაბრე,
7
ამიტომ აჰა, მე მოგისევ შენ უცხოებს, და იშიშვლებენ თავიანთ მახვილებს შენი სიბრძნის მშვენებაზე და შებღალავენ თქვენს ბრწყინვალებას.
8
საფლავში ჩაგიყვანენ და მოკვდები დახოცილთა სიკვდილით ზღვების გულში.
9
აბა, თუ იტყვი: „ღმერთი ვარ მე!“ შენი მკვლელის წინაშე? შენ კი ადამიანი ხარ და არა ღმერთი შენი მკვლელის ხელში.
10
წინადაუცვეთელთა სიკვდილით მოკვდები უცხოთა ხელით, რადგან მე ვთქვი’, – სიტყვა უფალი ღმერთისა.“
11
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
12
„ძეო კაცისავ! აამაღლე მოთქმა ცორის მეფეზე და უთხარი მას: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: შენ ბეჭედი ხარ სრულყოფისა, სავსე სიბრძნე და სრული მშვენება.
13
ედემში, ღმერთის ბაღში იმყოფებოდი, ყოველი პატიოსანი ქვა იყო შენი შესამოსელი. ლალით, ტოპაზით და ალმასით, ქრიზოლითით, ონიქსით, იასპის ქვით, საფირონით, ზურმუხტით და ბივრილით და ოქროთი; იყო მოოჭვილი შენი დაირები და შენი სალამურები შენი შექმნის დღეს იქნენ ისინი დამზადებულნი.
14
შენ ქერუბიმი ხარ, ცხებული, მე მიგიყვანე შენ ღმერთის წმიდა მთაზე, სადაც იყავი და ცეცხლის ქვებს შორის დადიოდი.
15
უნაკლო იყავი შენს გზაზე შენი შექმნის სანამ არ აღმოჩნდა შენში უსამართლობა.
16
შენს სავაჭროთა სიმრავლის გამო აივსო შენი შიგნეულობა ძალადობით და შესცოდე, და მე გადაგაგდე ღმერთის მთიდან და დაგღუპე შენ, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის.
17
აღზევდა შენი გული შენი მშვენების გამო, მოსპე შენი სიბრძნე შენი ბრწყინვალების გამო, მიწაზე დაგანარცხე, მეფეთა წინაშე დაგსვი სანახაობად.
18
შენი მრავალი ურჯულოების გამო, შენი ვაჭრობის უსამართლობით შებღალე შენი საწმიდარნი, და ამოვიღე ცეცხლი შენი შუაგულიდან, მან შეგჭამა შენ. და მე გაქციე შენ ფერფლად მიწაზე ყველა შენი დამნახველის თვალწინ.
19
ყველა შენი მცნობელი ხალხებში საშინელებად იქეცი და აღარ იქნები უკუნისამდე.’“
20
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
21
„ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი ციდონის მიმართ და იწინასწარმეტყველე მასზე.
22
და უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, ციდონო, და გამოვაცხადებ ჩემს დიდებას შენს შორის და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც აღვასრულებ მასში სამართალს და გამოვაცხადებ ჩემს სიწმიდეს მასში.
23
და მოვუვლენ მას შავ ჭირს და სისხლს მის ქუჩებში, და დაეცემიან მის შიგნით დახოცილნი მასზე მიმართული მახვილით ყოველი მხრიდან. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
24
და აღარ ექნება ისრაელის სახლს მჩხვლეტავი ეკალი და მტკივნეული ხიწვი, ყველა მათ მოძულეთა შორის მათ ირგვლივ. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი ღმერთი!’“
25
ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „ოდესაც მე შევკრებ ისრაელის სახლს ხალხებიდან, რომლებშიც არიან გაფანტულნი, გამოვაცხადებ ჩემს სიწმიდეს მათში ხალხების თვალში და დასახლდებიან თავიანთ მიწაზე, რომელიც მე მივეცი ჩემს მსახურს, იაკობს.
26
და დასახლდებიან მასზე უსაფრთხოდ, და ააშენებენ სახლებს, და ჩაყრიან ვენახებს და იცხოვრებენ უსაფრთხოდ, როდესაც მე აღვასრულებ სამართალს ყველა მათ მოძულეზე მათ ირგვლივ, მაშინ მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.“
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48