bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 8
Ezekiel 8
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 9 →
1
იყო მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს, როცა ვიჯექი მე ჩემს სახლში და იუდას უხუცესნი ისხდნენ ჩემს წინ. და დაეშვა იქ ჩემზე ხელი უფალი ღმერთისა.
2
დავინახე და აჰა, სახება მსგავსი კაცისა. მისი წელის სახებიდან და დაბლა ცეცხლი იყო, მისი წელიდან და მაღლა როგორც ბრწყინვა, მსგავსი ელვარე ლითონისა.
3
და მან გამოიწვდინა ხელის ხატება და ამწია თავის თმის ბოლოებით. და წამიყვანა მე სულმა მიწასა და ცას შორის და მიმიყვანა იერუსალიმში ღმერთის ხილვებში, ჩრდილოეთით მიმართულ შიდა კარიბჭის შესასვლელთან, იქ, სადაც იყო შურის კერპის სამყოფელი, შურის აღმძვრელი.
4
და იქ იყო ისრაელის ღმერთის დიდება, როგორც ჩვენება, რომელიც ვიხილე ხეობაში.
5
და მითხრა: „ძეო კაცისავ! მიაპყარი თვალი ჩრდილოეთის გზას.“ და მივაპყარი თვალი ჩრდილოეთის გზას და დავინახე სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით ის შურის ძეგლი.
6
და მითხრა: „ძეო კაცისავ! განა არ ხედავ რას აკეთებენ? დიდ სისაძაგლეს, რომელსაც ისრაელის სახლი აკეთებს აქ, რათა მოვშორდე ჩემს ტაძარს! მაგრამ წამომყევი და ნახავ სხვა დიდ სისაძაგლეებს.“
7
და მიმიყვანა ეზოს შესასვლელში და ვიხილე ერთი ხვრელი კედელში.
8
და მითხრა: „ძეო კაცისავ! გამოთხარე კედელი.“ გამოვთხარე კედელი და ვნახე შესასვლელი.
9
და მითხრა: „მიდი და ნახე ბოროტი სისაძაგლენი, რასაც ისინი სჩადიან აქ.“
10
და მივედი მე და ვნახე ყველანაირი გამოსახულება ქვეწარმავლისა და ბილწი ცხოველისა. ყველანაირი კერპი ისრაელის სახლისა ამოჭრილი იყო ირგვლივ მთელ კედელზე.
11
სამოცდაათი კაცი ისრაელის სახლის უხუცესთაგან და იაზანიაჰუ შაფანის ძე იდგა მათ შორის. და იდგნენ ისინი კერპების წინაშე და თითოეულს თავისი სასაკმევლე ეჭირა ხელში და ხშირი ბოლქვები საკმევლისა ადიოდა მაღლა.
12
და მითხრა: „ხომ ნახე, ძეო კაცისავ, რასაც ისრაელის სახლის უხუცესნი აკეთებენ სიბნელეში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში? რადგან ამბობენ: ‘უფალი ვერ გვხედავს ჩვენ. დატოვა უფალმა ეს ქვეყანა!’“
13
და კიდევ მითხრა: „კიდევ დაბრუნდი და ნახავ დიდ სისაძაგლეებს, რომელთაც ისინი აკეთებენ.“
14
და მიმიყვანა მე უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან, რომელიც ჩრდილოეთისკენაა, და ვიხილე იქ ქალები მსხდომნი, მოტირალნი თამუზისათვის.
15
და მითხრა: „ხომ ხედავ, ძეო კაცისავ? კიდევ წამოდი, ნახავ ამაზე დიდ სისაძაგლეებს.“
16
და მიმიყვანა მე უფლის სახლის შიდა ეზოსთან და დავინახე უფლის ტაძრის შესასვლელთან, დარბაზსა და სამსხვერპლოს შორის, ოცდახუთიოდე კაცი ზურგშექცევით მდგარი უფლის ტაძრისაკენ. მათი სახეები აღმოსავლეთით იყო მიმართული და თაყვანს სცემდნენ აღმოსავლეთით მზეს.
17
და მითხრა: „ხომ ნახე, ძეო კაცისავ? ცოტაა იუდას სახლისათვის ამ სისაძაგლეთა კეთება, რომელსაც ისინი აკეთებდნენ აქ? რადგან აავსეს ეს ქვეყანა ძალადობით და მიიქცნენ ჩემს გასაწყრომად და აჰა, წკეპლა თავადვე მიაქვთ თავიანთ ცხვირთან.
18
და მეც მივიქცევი გულისწყრომით, არ შეიცოდებს ჩემი თვალი და არ შევიბრალებ, და შეჰღაღადებენ ჩემს ყურებს დიდი ხმით და არ შევისმენ მათ.“
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48