bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 13
Ezekiel 13
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 14 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
2
„ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარმეტყველთა მიმართ და უთხარი თავიანთი გულიდან მოწინასწარმეტყველთ: ‘ისმინეთ სიტყვა უფლისა.
3
ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი, არამზადა წინასწარმეტყველთ, რომელნიც თავიანთ სულს მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ.
4
როგორც მელიები უდაბნოში, ისე იყვნენ შენი წინასწარმეტყველნი, ისრაელ.
5
თქვენ არ გადიხართ დანგრეულ კედლებთან და ღობით არ ღობავთ ისრაელის სახლს, რათა დაუდგეს ბრძოლაში უფლის დღეს.
6
ხედავენ ამაოს და სიცრუეა მკითხაობა, რომ ამბობენ: „უფალმა ბრძანა!“ მაგრამ უფალს არ გამოუგზავნია ისინი, და იმედი აქვთ, რომ ასრულდება სიტყვა.
7
განა ამაო ხილვა არ იხილეთ და სიცრუეს არ მკითხაობდით, ამბობდით: უფლის სიტყვააო, მე კი არ მითქვამს.
8
ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან სიტყვა თქვენი ამაოა და სიცრუე, იცოდეთ, ამიტომ თქვენს წინააღმდეგ ვარ!’ – ამბობს უფალი ღმერთი.
9
და იქნება ჩემი ხელი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც ამაოს იხილავენ და სიცრუეს მკითხაობენ, ჩემი ხალხის საბჭოში არ იქნებიან ისინი და ისრაელის სახლის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე არ მოვლენ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.
10
იმის გამო, რომ შეცდომაში შეიყვანეს ჩემი ხალხი, რომ უთხრეს: ‘მშვიდობა’, მაგრამ არ არის მშვიდობა. ერთი აშენებს ტიხარს, სხვანი კი აბათქაშებენ მას უვარგისი ბათქაშით.
11
უთხარი უვარგისი ბათქაშით მობათქაშეთ: ‘ჩამოწვება!’ იქნება კოკისპირული წვიმა და თქვენ, ქვებო სეტყვისა, ჩამოცვივდებით და ქარიშხალი გააპობს მას.
12
და აჰა, ჩამოწვა კედელი. განა არ გეტყვიან თქვენ: სად არის ის ბათქაში, რომლითაც მოაბათქაშეთ?
13
ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘გავაპობ ქარიშხლით კედელს ჩემს რისხვაში და კოკისპირული წვიმა ჩემს გულისწყრომაში იქნება და ქვები სეტყვისა – რისხვაში შესამუსრავად.
14
და მე დავანგრევ იმ კედელს, რომელიც თქვენ მოაბათქაშეთ უვარგისი ბათქაშით, და დავამხობ მიწაზე და გამოჩნდება მისი საძირკველი. ჩამოწვება და დაიღუპებით მის ქვეშ და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
15
და დავასრულებ ჩემს რისხვას კედელზე და უვარგისი ბათქაშით მის მობათქაშეებზე და გეტყვით თქვენ: აღარ არის კედელი და აღარ არიან მისი მომბათქაშებელნი.
16
ასეთებია ისრაელის წინასწარმეტყველნი, რომელნიც წინასწარმეტყველებდნენ იერუსალიმზე და მხილველნი მისი მშვიდობის ხილვისა, როცა არ არის მშვიდობა!’“ – სიტყვა უფალი ღმერთისა.
17
„და შენ, ძეო კაცისავ! მიაპყარ პირი შენი ხალხის ასულთ, რომელნიც წინასწარმეტყველებენ თავიანთი გულიდან, და იწინასწარმეტყველე მათზე
18
და უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ვაი, მკერავთ მისნური ღვედებისა ყოველი მაჯისთვის და მკეთებელთ გრძელი თავსაბურავებისა ყოველი თავისათვის, სულების მოსანადირებლად. ნუთუ ჩემი ხალხის სულებს მოინადირებთ და თქვენი სულები იცოცხლებენ?
19
და შემაგინეთ მე ჩემი ხალხის წინაშე მუჭა ქერისა და პურის ნამცეცებისათვის, სულების მოკვლით, რომლებიც არ უნდა დაიხოცნენ და სულების გადარჩენით, რომლებმაც არ უნდა იცოცხლონ, თქვენი ტყუილებით ტყუილის ყურის მგდებელი ჩემი ერისადმი.
20
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ‘აჰა, თქვენი მისნური ღვედების წინააღმდეგ ვარ, რომლითაც თქვენ ინადირებთ იქ იმ სულებს თქვენთან მოსაფრენად. და მე დავგლეჯ მათ თქვენი მკლავებიდან. და იმ სულებს, რომლებსაც თქვენ ინადირებთ, გავათავისუფლებ, რათა გაფრინდნენ.
21
და დავგლეჯ თქვენს თავსაბურავებს და ვიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან, და აღარ იქნებიან მეტად თქვენს ხელში სანადიროდ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
22
რადგან მართლის გულს სიცრუით აწუხებთ მე კი არ დამიმწუხრებია იგი, და უმაგრებთ ბიწიერს ხელებს, რათა არ მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან თავისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
23
ამიტომ ამაოს აღარ იხილავთ და მკითხაობით აღარ იმკითხავებთ. და მე ვიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.’“
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48