bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 43
Ezekiel 43
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 42
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 44 →
1
წამიყვანა მან ჭიშკართან, რომელიც აღმოსავლეთით იყო მოქცეული.
2
და აჰა, ისრაელის ღმერთის დიდება მოვიდა აღმოსავლეთის გზიდან და მომესმა მისი ხმა, როგორც ხმა მრავალი წყლისა. და ქვეყანა განათდა მისი დიდებით.
3
და ეს ჩვენება ისეთივე ჩვენება იყო, რომელიც მე ვიხილე, ისეთივე ჩვენება, რომელიც ვიხილე, როდესაც მოვედი ამ ქალაქის დასაღუპავად, და ჩვენებანი მსგავსი იმ ჩვენებისა, რომელიც მე ვიხილე მდინარე ქებართან. და პირქვე დავემხე.
4
და უფლის დიდება შემოვიდა სახლში კარიბჭის გზით, რომელიც აღმოსავლეთით იყო მიქცეული.
5
და ამიყვანა სულმა და შემიყვანა შიგნითა ეზოში. და აავსო უფლის დიდებამ სახლი
6
და გავიგონე ვიღაც რომ მელაპარაკებოდა სახლიდან, კაცი კი ჩემს გვერდით იდგა.
7
და მითხრა: „ძეო კაცისავ! აჰა, ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემი ტერფებისა, როდესაც მე დავივანებ ისრაელის ძეთა შორის საუკუნოდ, და აღარ შებილწავს ისრაელის სახლი ჩემს წმიდა სახელს, ისინი და მათი მეფენი თავიანთი სიძვითა და თავიანთ მეფეთა გვამებით, თავიანთი გორაკებით,
8
თავიანთი ზღურბლის ჩემს ზღურბლთან და თავიანთი წირთხლის ჩემს წირთხლთან გათანასწორებით, და კედლის აღმართვით ჩემსა და მათ შორის. ბილწავდნენ ჩემს წმიდა სახელს თავიანთი სისაძაგლით, რომელსაც სჩადიოდნენ ისინი და მოვსპე მე ისინი ჩემი რისხვით.
9
ახლა მომაშორებენ თავიანთ სიძვასა და თავიანთ მეფეთა გვამებს, და დავივანებ მათ შორის საუკუნოდ.
10
შენ, ძეო კაცისავ, აუწყე ისრაელის სახლს ამ სახლზე და შერცხვებათ თავიანთი ურჯულოებისა, და გაზომავენ ისინი შენობას.
11
და თუ შერცხვებათ ყოველივესი, რაც ჩაიდინეს, გამოუცხადე მათ სახლის ნახაზი და მისი აგებულება, და მისი გასასვლელები და მისი შესასვლელები, და ყველა მისი ნახაზი და ყველა მისი წესი, და მთელი მისი რჯული და დაწერ მათ თვალწინ და დაიცავენ მთელ მის ნახაზს, და ყველა მის წესს და შეასრულებენ მათ.
12
ეს არის სახლის რჯული: მთის თხემზე მთელი მისი საზღვარი ირგვლივ წმიდათა წმიდაა. აჰა, ეს არის სახლის რჯული.
13
ეს არის სამსხვერპლოს ზომები წყრთითა და მტკაველით: საფუძველი – ერთი წყრთა, სიგანე – ერთი წყრთა და მისი საზღვარი, მის კიდეებზე ირგვლივ – ერთი მტკაველი. ეს არის სიმაღლე სამსხვერპლოსი.
14
მიწის საფუძვლიდან დაბლა შვერილამდე – ორი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა, და მცირე შვერილიდან დიდ შვერილამდე – ოთხი წყრთა და სიგანე – ერთი წყრთა.
15
და სამსხვერპლოს კერა – ოთხი წყრთა და კერიდან და მაღლა – ოთხი რქა.
16
და კერა – თორმეტი სიგრძით და თორმეტი სიგანით და ოთხკუთხედი მის ოთხივე მხარეს.
17
და შვერილი – თოთხმეტი წყრთა სიგრძით, თოთხმეტი სიგანით მის ოთხივე მხარეს, და საზღვარი მის ირგვლივ – ნახევარი წყრთა, და საფუძველი მისი – წყრთა ირგვლივ; და მისი საფეხურები მიქცეული იყო აღმოსავლეთით.“
18
და მითხრა მან: „ძეო კაცისავ, ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ესაა წესები სამსხვერპლოსი მისი გაკეთების დღისათვის, რათა აღავლინონ მასზე სრულადდასაწველი და მოაპკურონ მასზე სისხლი.
19
და მისცემ ლევიან მღვდლებს, ცადოკის შთამომავალთ, ჩემთან დაახლოებულთ,’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘თითო მოზვერს ცოდვის შესაწირავად.
20
და აიღებ მისი სისხლიდან და უწევ მის ოთხ რქას და შვერილს ოთხივე კუთხეში და საზღვარზე ირგვლივ, და განწმედ მას ცოდვისგან და გამოისყიდი.
21
და გაიყვან მოზვერს ცოდვის მსხვერპლად და დასწვავ მას სახლის დანიშნულ ადგილზე, საკურთხევლის გარეთ.
22
და მეორე დღეს შესწირავ უმანკო თიკანს ცოდვის შესაწირავად და განწმედენ ცოდვისგან სამსხვერპლოს, როგორც განწმიდეს მოზვრით.
23
როდესაც დაასრულებ განწმედას, შესწირავ უმანკო მოზვერსა და უმანკო ვერძს ფარიდან.
24
და შესწირავ მათ უფლის წინაშე და მოაყრიან მათ მარილს მღვდლები და აღუვლენენ მათ სრულადდასაწველ მხვერპლად უფალს.
25
შვიდი დღე შესწირე მსხვერპლი ცოდვისათვის, ერთი თხა დღეში და მოზვერი და უმანკო ვერძი ფარიდან.
26
შვიდი დღე გამოისყიდონ სამსხვერპლო, სუფთაჰყონ და აკურთხონ იგი.
27
და როდესაც დაასრულებენ ამ დღეებს, მერვე დღეს, და მერეც, მიიტანენ სამსხვერპლოზე მღვდლები თქვენს სრულადდასაწველთ და თქვენს სამშვიდობო შესაწირავებს; და მე შეგიწყნარებთ თქვენ!’ სიტყვა უფალი ღმერთისა.“
← Chapter 42
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 44 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48