bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 31
Ezekiel 31
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 32 →
1
მეთერთმეტე წელს, მესამე თვის პირველ დღეს, იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
2
„ძეო კაცისავ! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მის ხალხს: ‘ვის ემსგავსები შენი სიდიადით?
3
აჰა, აშური – კედარი ლიბანში, ლამაზტოტებიანი და მაჩრდილობელი ტყით, და ტანმაღალი, და ღრუბელთა შორის იყო მისი ვარჯი.
4
წყალმა გაზარდა ის და ქვესკნელმა აამაღლა. მისი მდინარენი მისი ნარგავების ირგვლივ მიედინებოდნენ და თავის ნაკადულებს უგზავნიდა მინდვრის ყველა ხეს.
5
ამის გამო ამაღლდა ტანით მინდვრის ყველა ხეზე და გახშირდა მისი რტოები. და დაგრძელდა მისი ტოტები ბევრი წყლისაგან, როცა გაუშვა ისინი.
6
მის რტოებში იბუდებდა ცის ყველა ფრინველი, მისი ტოტების ქვეშ შობდა მინდვრის ყველა ცხოველი და მის ჩრდილში სხდებოდა ყველა მრავალრიცხოვანი ხალხი.
7
და ლამაზი იყო თავისი სიდიადით, თავისი გრძელი ტოტებით, რადგან მისი ფესვი ბევრ წყლებში იყო.
8
კედრებმა ვერ დაჩრდილეს ღვთის ბაღში, კვიპაროსები არ ჰგავდნენ მის ტოტებს და ჭადრები არ იყო მისი რტოებივით, ღვთის ბაღში არც ერთი ხე არ ჰგავდა მას თავისი მშვენებით.
9
მშვენიერად შევქმენი იგი თავისი ხშირი ტოტებითურთ, და შურდა მისი სილამაზე ყველა ხეს ედემის ბაღში,
10
ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იმიტომ, რომ ტანით გამაღლდა და მოათავსა თავისი ვარჯი ღრუბლთა შორის და აღზევდა მისი გული მის სიმაღლეში,
11
მე მივეცი იგი ძლიერ ხალხთა ხელს, გასაკეთებელს გაუკეთებს მას. მისი ბოროტების გამო გავაძევე.
12
და მოკვეთეს უცხოებმა, სასტიკებმა ხალხთა შორის და მიატოვეს ის მთებსა და ყველა ხეობაში. და დაცვივდა მისი ტოტები და დაილეწა მისი რტოები ქვეყნის ყველა მდინარის კალაპოტებში, და გამოვიდა მისი ჩრდილიდან ქვეყნის ყველა ხალხი და მიატოვეს ის.
13
მის დანაცემზე დაბინავდება ცის ყველა ფრინველი და მის ტოტებში იქნება მინდვრის ყველა ცხოველი.
14
იმისათვის, რომ არ გაამაყდეს თავისი სიმაღლით წყლის არც ერთი ხე და არ უწვდინონ თავიანთი ვარჯი ღრუბელთა შორის, და არ დადგეს მათ წინაშე მათი სიმაღლის გამო არც ერთი წყლის მსმელი, რადგან ყველანი სიკვდილს გადაეცემიან ქვემო ქვეყანაში, საფლავში ჩასულ ადამის ძეთა შორის.
15
ასე თქვა უფალმა ღმერთმა: შავეთში მისი ჩასვლის დღეს გლოვას გავმართავ, გადავუკეტავ მიწის ქვეშა წყლებს და შევაკავებ მის მდინარეებს, და შეჩერდებიან ბევრი წყლები, და მოვქუფრავ მისთვის ლიბანს, და მინდვრის ყველა ხე ჩამოხმება მის გამო.
16
მისი დაცემის ხმაზე შევაზანზარებ ხალხებს, როდესაც ჩავიყვან მას შავეთში საფლავში ჩასულებთან, და ენუგეშება ქვეყანაში ედემის ყველა ხეს, ლიბანის რჩეულს და საუკეთესოს, ყველა დარწყულებულს.
17
ისინიც მასთან ჩავლენ შავეთში მახვილით დახოცილებთან, და მისი შემწენიც ისხდებიან მის ჩრდილში ხალხებს შორის.
18
ვის ჰგავდი პატივითა და სიდიდით ედემის ხეთა შორის? და ჩაყვანილ იქნები ედემის ხეებთან შავეთში, წინადაუცვეთელებთან დაწვები – მახვილით დახიცილებთან. ასე მოუვა ფარაონს და მთელ მის სიმრავლეს!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა.
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 32 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48