bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 24
Ezekiel 24
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 25 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეცხრე წელს, მეათე თვის მეათე დღეს:
2
„ძეო კაცისავ! ჩაიწერე შენთვის ამ დღის სახელი, სწორედ ამ დღისა; ამ დღეს მოადგა ბაბილონის მეფე იერუსალიმს,
3
და თქვი იგავი მეამბოხე სახლზე და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: შემოდგი ქვაბი ცეცხლზე, შემოდგი და ჩაასხი მასში წყალი.
4
ნაჭრებად ჩაყარე მასში, ყველა კარგი ნაჭერი, ბარკალი და ბეჭი, რჩეული ძვლებით გაავსე.
5
რჩეული ცხვარი აიღე და ეს ძვლები შეუკეთე მის ქვეშ, აადუღე, რომ ძვლებიც მოიხარშოს მასში.’
6
ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ვაი სისხლიან ქალაქს! ქვაბი, რომლის ჭუჭყიც არის მასში და მისი ჭუჭყი არ გადის მისგან, ნაჭერ-ნაჭერ ამოიღეთ, აურჩევლად, არ ყრილა მასზე წილი.
7
რადგან მისი სისხლი მის შიგნით იყო. ურწყულ კლდეზე დადო ის, არ დაღვარა მიწაზე, რათა მტვრით დაეფარა იგი,
8
რათა გამოეღვიძებინა რისხვა შურის საძიებლად. მე დავდე მისი სისხლი ურწყულ კლდეზე, რათა არ დაფარულიყო.’
9
ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ვაი სისხლიან ქალაქს! მეც გავადიდებ კოცონს,
10
გაამრავლე ხეები, დაანთე ცეცხლი, ჩახარშე ხორცი, აურიე ნახარში და ძვლებიც ჩაიწვება.
11
და დადგი იგი მის ნაკვერცხალზე ცარიელი, რათა გაცხელდეს და მისი სპილენძიც გავარვარდეს, რომ გადნეს მის შიგნით მისი სიბილწე, მოთავდეს მისი ჭუჭყი.
12
ძალა გამოილია და არ გამოვიდა მისგან მისი ბევრი ჭუჭყი, ცეცხლში იყოს მისი ჭუჭყი.
13
შენს სიბილწეშია გარყვნილება, რადგან მე გწმედდი შენ და არ განიწმიდე შენი სიბილწისაგან, აღარ განიწმიდები მეტად, სანამ არ დავაცხრობ ჩემს რისხვას შენზე.
14
მე, უფალმა, ვთქვი, მოვა და გავაკეთებ, არ შევცვლი და არ შევიბრალებ და არ ვინანებ. შენი გზებისა და შენი ნამოქმედარისამებრ განგსჯი შენ!“ – სიტყვა ღმერთისა.
15
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
16
„ძეო კაცისავ! ერთი დარტყმით წავიყვან შენგან შენი თვალის სასურველს. მაგრამ არ დაიჩივლო და არ იტირო, და ცრემლი არ წამოგივიდეს.
17
ამოიხვნეშე მდუმარედ, მკვდრებს გლოვას ნუ გაუმართავ, შენი თავსაბურავი შემოიხვიე და ფეხსაცმელი ჩაიცვი ფეხზე, და ულვაშს ნუ დაიფარავ და კაცთა პურს ნუ შეჭამ.“
18
ველაპარაკე ხალხს დილით და მოკვდა ჩემი ცოლი ღამით. და გავაკეთე დილით, როგორც მქონდა ნაბრძანები.
19
და მითხრა მე ხალხმა: ‘ნუთუ არ გვეტყვი, რა არის ეს ჩვენთვის, რასაც შენ აკეთებ?’“
20
და მე ვუთხარი მათ: „სიტყვა უფლისა იყო ჩემდამი:
21
‘უთხარი ისრაელის სახლს, ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, მე ვბღალავ ჩემს საწმიდარს, თქვენი ძალის სიამაყეს, თქვენი თვალების სასურველს და თქვენი სულის სალხენელს. თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, რომელნიც მიატოვეთ თქვენ, მახვილით დაეცემიან.
22
და მოიქცევით ისე, როგორც მე მოვიქეცი. ულვაშს არ დაიფარავთ და კაცთა პურს არ შეჭამთ,
23
და საბურველი უნდა გქონდეთ თავზე და ფეხსაცმელი – ფეხზე. ნუ დაიჩივლებთ და ნუ იტირებთ. და დალპებით თქვენს ურჯულოებაში და შეუღრენთ ერთმანეთს.
24
და იქნება ეზეკიელი თქვენთვის მაგალითად ყველაფერში: რაც გააკეთა, თქვენც ასე გააკეთებთ. და მიხვდებით მისი მოსვლისას, რომ მე ვარ უფალი!’
25
და შენ, ძეო კაცისავ! განა იმ დღეს არ წავართმევ მათ ძალას, მათი სამკაულის სიხარულს, სასურველს მათი თვალებისა და უძვირფასესს მათი სულისა, მათ ძეს და მათ ასულს?
26
და იმ დღეს არ მოვა შენთან გადარჩენილი, რათა ყურში ჩაგასმინოს ამბავი?
27
იმ დღეს გაგეხსნება პირი გადარჩენილის დანახვისას და ილაპარაკებ, და აღარ დამუნჯდები მეტად, და იქნება მათთვის სასწაულად და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!’“
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48