bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 4
Ezekiel 4
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 5 →
1
„და შენ, ძეო კაცისავ, აიღე შენთვის აგური და დაიდე წინ და დახაზე მასზე ქალაქი იერუსალიმი.
2
და გამოხატე მისი ალყა, ააშენე მის წინააღმდეგ სიმაგრე და აღმართე მის წინააღმდეგ მიწაყრილი, და განალაგე მის წინააღმდეგ ბანაკები, და შემოაწყვე მის წინააღმდეგ ირგვლივ კედლის სანგრევი მანქანები.
3
შენ კი, აიღე შენთვის რკინის ტაფა და დადგი იგი რკინის კედლად შენსა და ქალაქს შორის, და მიმართე შენი პირი მისკენ და ალყაში იქნება, და შემოარტყი ალყა. ეს იქნება ნიშანი ისრაელის სახლისათვის.
4
და დაწექი მარცხენა გვერდზე და დადე ისრაელის სახლის ურჯულოება მასზე. და რამდენ დღესაც იწვები მასზე, იმდენ ხანს ატარებ მათ ურჯულოებას.
5
და მე დაგიწესე მათი ურჯულოების წლები დღეების რიცხვის მიხედვით: სამას ოთხმოცდაათი დღე. და ატარებ ურჯულოებას ისრაელის სახლისა.
6
და შეასრულე ეს და დაწექი მეორედ შენს მარჯვენა გვერდზე და ატარე ურჯულოება იუდას სახლისა ორმოც დღეს. ერთი დღე ერთი წლისთვის მოგეცი მე.
7
იერუსალიმის ალყისაკენ მიმართე შენი პირი და შიშველი მკლავი და იწინასწარმეტყველე მასზე.
8
და მე დაგადებ შენ ბორკილებს და ვერ გადატრიალდები ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე შენი ალყის დღეების დასრულებამდე.
9
შენ კი, აიღე შენთვის ხორბალი და ქერი, ცერცვი და ოსპი, ფეტვი და ასლი და ჩაყარე ერთ ჭურჭულში და გაიკეთე ისინი შენ პურად. იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, რამდენსაც შენ იწვები შენს გვერდზე, სამას ოთხმოცდაათ დღეს, ჭამე იგი.
10
საჭმელი, რომელსაც შენ შეჭამ, წონით ოც შეკელს დღეში, ჟამიდან ჟამზე ჭამე.
11
და წყალი წყვით სვი, მეექვსედი ჰინი, ჟამიდან ჟამზე სვი.
12
და ქერის კვერად ჭამე იგი და ადამიანის განავალში გამოაცხვე მათ თვალწინ.“
13
და თქვა უფალმა: „ასე შეჭამენ ისრაელის ძენი თავიანთ უწმიდურ პურს იმ ხალხებში, რომლებთანაც განვდევნი მათ.“
14
და ვთქვი: „ოჰ, უფალო, ღმერთო! აჰა, ჩემი სული არ შებილწულა და მძორი და ნამხეცავი არ მიჭამია ჩემი სიჭაბუკიდან დღემდე და ჩემს პირში არ ჩასულა ბინძური ხორცი.“
15
და მან მითხრა: „ნახე! მე მოგეცი შენ ძროხის სკორე ადამიანის განავალის ნაცვლად და მათზე მოამზადე შენი პური.“
16
და კიდევ მითხრა: „ძეო კაცისავ! აჰა, მე დავლეწავ პურის არგანს იერუსალიმში და ისინი შეჭამენ პურს წონით და დარდით, და წყალს წყვითა და სასოწარკვეთილებით შესვამენ.
17
რათა მოაკლდეთ მათ პური და წყალი, და შეძრწუნდნენ კაცი და მისი მახლობელი და დალპნენ თავიანთ ურჯულოებაში.“
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48