bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 17
Ezekiel 17
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 18 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
2
„ძეო კაცისავ! გამოიცანი გამოცანა და უთხარი იგავი ისრაელის ხალხს.
3
და თქვი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: დიდი არწივი, დიდფრთებიანი, გრძელნაკრტენიანი, ხშირბუმბულიანი, რომლის ბუმბულიც ნაირფერი იყო, მოვიდა ლიბანში და წაიღო კენწერო კედრისა.
4
მოწყვიტა მისი მთავარი ყლორტი და წაიღო ქანაანის ქვეყანაში, მოვაჭრეთა ქალაქში დადო ის.
5
და აიღო იმ ქვეყნის თესლი და ჩადო დათესილ მინდორში, მოათავსა დიდ წყლებზე, როგორც ტირიფს რგავენ.
6
აღმოცენდა იგი და შეიქნა განტოტილი ვაზი, დაბალი ტანისა, მისი ლერწები მისკენ იყო მიმართული და მისი ფესვებიც მის ქვეშ იყო, და შეიქნა ვაზი და წარმოქმნა ტოტები და გაუშვა რტოები.
7
და იყო ერთი დიდი არწივი, დიდფრთებიანი და ხშირბუმბულიანი და ამ ვაზმა მიმართა თავისი ფესვები მისკენ და თავისი ლერწები მისკენ გაიშვირა, რათა მას მოერწყა იგი მისი ნარგავის კვალიდან.
8
კარგ მინდორზე, დიდ წყლებთან იყო იგი დარგული, რომ გაეკეთებინა ტოტები და გამოეღო ნაყოფი, რომ ყოფილიყო საუცხოო ვაზი.’
9
უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აღორძინდები? განა მის ფესვებს არ ამოგლეჯს და მის ნაყოფს არ მოწყვეტს და არ გახმება იგი? ყველა ფოთოლი, რომელიც მასზე იზრდება, გახმება და არ იქნება საჭირო დიდი ძალა და მრავალი ხალხი, რათა აღმოფხვრან იგი მისი ფესვებითურთ.
10
და აჰა, დარგულია, მაგრამ აღორძინდება? განა როცა შეეხება მას აღმოსავლეთის ქარი, გახმობით არ გახმება კვალზე, სადაც აყვავდა?’“
11
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
12
„უთხარი მეამბოხე სახლს: ‘განა არ იცით რას ნიშნავს ეს?’ უთხარი: ‘აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმს და წაიყვანა მისი მეფე და მისი მთავარნი, და მოიყვანა ისინი თავისთან ბაბილონში.
13
და შემდეგ წაიყვანა სამეფო თესლიდან და დადო მასთან აღთქმა და დაადებინა მას ფიცი, და დიდებულნი ქვეყნისა წაიყვანა,
14
რათა ყოფილიყო სამეფო დამდაბლებული და არ ამაღლებულიყო, მაგრამ დაეცვა მასთან კავშირი და გაეძლო.
15
ხოლო ის აღუდგა მას, გაგზავნა თავისი წარგზავნილები ეგვიპტეში, რათა მიეცათ მისთვის ცხენები და ბევრი ხალხი, მაგრამ წარმატება ექნება? განა გადარჩება ამის გამკეთებელი? მან ხომ დაარღვია აღთქმა, და გადარჩება?
16
ცოცხალი ვარ მე,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „მისი გამმეფებელი მეფის ადგილსამყოფელში, რომლის ფიციც აბუჩად აიგდო და რომელთანაც დაარღვია თავისი აღთქმა, თუ იმასთან არ მოკვდეს ბაბილონში!
17
დიდი ლაშქრითა და დიდძალი კრებულით არ შეეწევა მას ფარაონი ამ ომში, როდესაც დაიყრება მიწაყრილი და აშენდება ციხე-სიმაგრე მრავალი სულის დასაღუპავად.
18
აბუჩად აიგდო ფიცი აღთქმის დასარღვევად და აჰა, მისცა თავისი ხელი და ყოველივე ეს გააკეთა მან: ვერ გადარჩება.’“
19
ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „ცოცხალი ვარ მე, ჩემს ფიცს, რომელიც აბუჩად აიგდო, და ჩემს აღთქმას, რომელიც დაარღვია, მოვაქცევ მის თავზე.
20
და გავშლი მასზე ჩემს ბადეს და დაჭერილ იქნება ჩემს სათხეველში, და მოვიყვან მას ბაბილონში, და განვსჯი მას იქ მისი მუხთლობის გამო, რომლითაც მიმუხთლა მე.
21
და ყველა მისგან გაქცეული მისი ყველა რაზმიდან მახვილით დაეცემიან და დარჩენილნი ყველა ქარისკენ განიფანტებიან. და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი ეს.“
22
ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „და მე თვითონ მოვტეხ მაღალი კედრის კენწეროდან, მისი ზედა ყლორტებიდან მოვწყვეტ ნედლ ტოტს და მე თავად დავრგავ მაღალ და ციცაბო მთაზე.
23
ისრაელის უმაღლეს მთაზე დავრგავ მას და გაუშვებს ტოტებს და გამოიღებს ნაყოფს, და გახდება დიდებული კედარი, და მის ქვეშ დაბინავდება ყველა ჩიტი, ყველა ფრთოსანი მის შტოთა ჩრდილში დაბინავდება.
24
და გაიგებს ყველა მინდვრის ხე, რომ მე, უფალი, ვადაბლებ მაღალ ხეს, ვამაღლებ დაბალ ხეს, ვახმობ ნედლ ხეს და ვაყვავებ გამხმარ ხეს. მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთებ!’“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48