bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Ezekiel 37
Ezekiel 37
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 38 →
1
იყო ჩემზე უფლის ხელი და გამომიყვანა მე უფლის სულით და დამსვა მე შუაგულ ველზე, და სავსე იყო იგი ძვლებით.
2
და მომატარა მათ შორის ირგვლივ და ძალზე ბევრი იყო ისინი ველის პირზე და აჰა, ძალზე გამხმრები იყო.
3
და მკითხა მან: „ძეო კაცისავ! გაცოცხლდებიან ეს ძვლები თუ არა?“ და ვუთხარი მე: ‘უფალო ღმერთო, მხოლოდ შენ უწყი!“
4
და მითხრა მან: ‘იწინასწარმეტყველე ამ ძვლებზე და უთხარი მათ: ‘გამხმარო ძვლებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა.’
5
ასე უთხრა უფალმა ღმერთმა ამ ძვლებს: ‘შემოვიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით თქვენ.
6
მოგცემთ თქვენ ძარღვებს და ამოვიყვან თქვენზე ხორცს, დაგფარავთ კანით და მოგცემთ სულს, და გაცოცხლდებით და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.’“
7
და ვიწინასწარმეტყველე მე, როგორც მქონდა ნაბრძანები. და მესმა ხმა, როდესაც ვწინასწარმეტყველებდი, და ხმაური, და მიუახლოვდნენ ძვლები ერთმანეთს, ძვალი თავის ძვალს.
8
და დავინახე, აჰა, ამოვიდა მათზე ძარღვები და ხორცი და ტყავი გადაეფარა ზედ. სული კი არ იყო მათში.
9
და მითხრა მე: ‘უწინასწარმეტყველე სულს, იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ოთხი ქარიდან მოდი, სულო, და შთაბერე ამ მკვდრებს და გაცოცხლდებიან.’“
10
და მე ვიწინასწარმეტყველე, როგორც მქონდა ნაბრძანები, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ და დადგნენ ფეხზე – ძალზე, ძალზე დიდი ლაშქარი.
11
და მითხრა მან: „ძეო კაცისავ! ეს ძვლები მთელი ისრაელის სახლია. აჰა, ამბობენ: ‘გაშრა ჩვენი ძვლები და დაიკარგა ჩვენი იმედი!’
12
ამიტომ იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: მე გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ იქიდან, ჩემო ხალხო, და მიგიყვანთ ისრაელის მიწაზე.
13
და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავხსნი თქვენს საფლავებს და როდესაც ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო!
14
და ჩავდებ ჩემს სულს თქვენში და გაცოცხლდებით და დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთე’, – სიტყვა უფლისა.
15
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
16
‘და შენ, ძეო კაცისავ! აიღე შენთვის ერთი ჯოხი და დაწერე მასზე: ‘იუდას და ისრაელის ძეთ, გაერთიანებულთ მასთან,’ და აიღე მეორე ჯოხი და დაწერე მასზე: ‘ეფრემის ჯოხი, იოსებს და მთელ ისრაელის სახლს, გაერთიანებულს მასთან.’
17
და მიუსადაგე ისინი ერთიმეორეს ერთ ჯოხად და გახდებიან ერთნი შენს ხელში.
18
და როდესაც გკითხავენ შენ ძენი შენი ერისა: ‘არ გაგვაგებინებ, რა გაქვს ეს?’
19
უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, მე ვიღებ იოსების ჯოხს, რომელიც ეფრემისა და მასთან გაერთიანებულ ისრაელის ტომთა ხელშია, და შევუერთებ მას იუდას ჯოხს და ვაქცევ მათ ერთ ჯოხად და გახდებიან ერთნი ჩემს ხელში.’
20
და ჯოხები, რომლებზეც შენ დაწერე, შენს ხელში იქნებიან მათ თვალწინ,
21
და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: მე ავიყვან ისრაელის ძეთ ხალხებს შორის, რომლებთანაც წავიდნენ, და შევაგროვებ მათ ყოველი მხრიდან და მოვიყვან მათ თავიანთ მიწაზე.
22
და ვაქცევ მათ ერთ ხალხად ქვეყანაში, ისრაელის მთებში, და ერთი მეფე იქნება ყველასთვის მეფედ და აღარ იქნებიან ორ ხალხად და აღარ გაიყოფიან ორ სამეფოდ აღარასოდეს.
23
და აღარ შეიბილწებიან კერპებით, თავიანთი სისაძაგლით და დანაშაულით და ვიხსნი მათ მათი ყველა საცხოვრებლიდან, სადაც შესცოდეს მათ, და განვწმედ მათ და იქნებიან ჩემს ერად და მე ვიქნები მათ ღმერთად.
24
და ჩემი მსახური დავითი იქნება მათზე მეფედ და ერთი მწყემსი ეყოლება ყველას, და ჩემი სამართლით ივლიან და ჩემს წესებს დაიცავენ და შეასრულებენ.
25
და იცხოვრებენ მიწაზე, რომელიც მე მივეცი ჩემს მსახურს, იაკობს, სადაც ცხოვრობდნენ თქვენი მამები, და დასახლდებიან მასზე ისინი და მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე. და დავითი, ჩემი მსახური იქნება მათი მთავარი საუკუნოდ.
26
და დავდებ მათთან მშვიდობის აღთქმას, საუკუნო აღთქმა იქნება მათთან, და დავამკვიდრებ მათ და გავამრავლებ, და დავდებ ჩემს საწმიდარს მათ შორის საუკუნოდ.
27
და იქნება ჩემი სავანე მათზე, და ვიქნები მათთვის ღმერთად და ისინი ერად იქნებიან ჩემთვის.
28
და მიხვდებიან ხალხები, რომ მე, უფალი, ვარ განმწმედელი ისრაელისა, როდესაც იქნება ჩემი საწმიდარი მათ შორის საუკუნოდ.’“
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 38 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48