bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 1
1 Corinthians 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 2 →
1
პავლე, ღმერთის ნებით მოწოდებული მოციქული იესო ქრისტესი და ძმა სოსთენე,
2
ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმედილთ, მოწოდებულ წმიდებს, ყველასთან ერთად, ვინც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს მოუხმობს ყოველ ადგილას – მათთან და ჩვენთან.
3
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის, იესო ქრისტესაგან.
4
მარადის ვმადლობ ჩემს ღმერთს თქვენთვის, ღმერთის მადლისათვის, რომელიც გებოძათ თქვენ ქრისტე იესოში,
5
რადგან გამდიდრდით მასში ყოველივეთი, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი ცოდნით,
6
რადგან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში,
7
და არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,
8
რომელიც განგამტკიცებთ თქვენ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს დღეს.
9
სარწმუნოა ღმერთი, რომელმა მოგიწოდათ თავის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან თანაზიარებისათვის.
10
ხოლო მე შეგაგონებთ, ძმებო, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველამ ილაპარაკოთ ერთსულოვნად და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით.
11
რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, ძმებო, ქლოეს ახლობელთაგან, რომ დავაა თქვენს შორის.
12
მე ვგულისხმობ, რომ თითოეული თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.
13
განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ან პავლეს სახელით მოინათლეთ?
14
მადლი ღმერთს, რომ არც ერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპოსის და გაიოსისა,
15
რათა არავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოინათლა.
16
მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი. მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე,
17
რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ მოსანათლავად, არამედ სახარებლად – არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი.
18
რადგან სიტყვა ჯვრის შესახებ უგუნურებაა მათთვის, ვინც იღუპება, ხოლო ჩვენთვის, ვინც გადავრჩებით, ღმერთის ძალაა.
19
რადგან წერია: „მოვსპობ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას არად ჩავაგდებ.“
20
სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამა სოფლის კეთილმოუბარი? განა უგუნურებად არ აქცია ღმერთმა ამა ქვეყნის სიბრძნე?
21
რადგან, რაკი ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი მის ღვთაებრივ სიბრძნეში, გადაწყვიტა ღმერთმა ქადაგების უგუნურებით ეხსნა მორწმუნენი.
22
რადგან იუდეველნი სასწაულებს ითხოვენ და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,
23
ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის – უგუნურებას.
24
მოწოდებულთათვის კი – იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც – ქრისტეს – ღმერთის ძალას და ღმერთის სიბრძნეს.
25
რადგან ღმერთის უგნურება ადამიანებზე უბრძენესია და ღმერთის უძლურება – ადამიანებზე უძლიერესი.
26
შეხედეთ, ძმებო, ვინ ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული.
27
არამედ ქვეყნიერების უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი, და ქვეყნიერების უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი.
28
ქვეყნიერების მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარად შერაცხილნი, რათა გააუქმოს ღირებული,
29
რომ არც ერთი ხორციელი არ იქადდეს ღმერთის წინაშე.
30
მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთაებრივ სიბრძნედ, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.
31
რათა იყოს, როგორც წერია: „ვინც იქადის, უფლით იქადდეს.“
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16