bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 13
1 Corinthians 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 14 →
1
თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ მოჟღარუნე სპილენძი ვარ, ან ჩხარუნა წინწილა.
2
წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, თუ სიყვარული არა მაქვს, არარაობა ვარ.
3
მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, სიყვარული თუ არ მექნება, არაფერს მარგებს.
4
სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, სიყვარულს არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,
5
არ უხეშობს, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს,
6
არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს.
7
ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს.
8
სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი გაუქმდება, ენები შეწყდება, ცოდნა განქარდება,
9
რადგან ნაწილობრივ ვიცით, და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ.
10
ხოლო როდესაც სრულყოფილება მოვა, ნაწილობრივი განქარდება.
11
როდესაც ბავშვი ვიყავი, ბავშვურად ვლაპარაკობდი, ბავშვურად ვფიქრობდი, ბავშვურად ვმსჯელობდი, ხოლო როდესაც დავკაცდი, ყოველივე ბავშვური მივატოვე.
12
რადგან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკეში, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი.
13
ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული – ეს სამი. სიყვარულია კი უდიდესია მათგან.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16