bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 9
1 Corinthians 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 10 →
1
განა მე თავისუფალი არა ვარ? განა მოციქული არა ვარ? განა არ ვიხილე უფალი ჩვენი, იესო? განა თქვენ ჩემი ნაღვაწი არა ხართ უფალში?
2
თუ სხვებისათვის არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგან თქვენ ხართ ჩემი მოციქულობის ბეჭედი უფალში.
3
აი, რა პასუხს გავცემ ჩემს მკიცხველებს:
4
განა ჩვენ არა გვაქვს ჭამა-სმის უფლება?
5
განა არა გვაქვს უფლება, დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც დანარჩენმა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ?
6
თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება, რომ არ ვიმუშაოთ?
7
რომელ ჯარისკაცს უმსახურია ოდესმე საკუთარ ხარჯზე? ვინ რგავს ვაზს და მისი ნაყოფისაგან არა ჭამს? ვინ მწყესავს ფარას და ფარის რძეს პირს არ აკარებს?
8
მხოლოდ ადამიანურად ვამბობ ამას, თუ რჯულიც ამასვე ამბობს?
9
რადგან მოსეს რჯულში წერია: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ განა ხარებზე ზრუნავს ღმერთი?
10
თუ ამას უფრო ჩვენთვის ამბობს? დიახაც, ჩვენთვის არის ეს დაწერილი, რომ მხვნელმა მოსავლის იმედით უნდა ხნას, მლეწავმა კი – წილის იმედით.
11
თუ სულიერი დავთესეთ თქვენთან, დიდი ამბავია, რომ ხორციელი მოვიმკათ?
12
თუ სხვებს აქვთ ხელმწიფება თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა გვაქვს? მაგრამ ჩვენ არ გამოგვიყენებია ეს ხელმწიფება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რომ რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას.
13
არ იცით, რომ წმიდათა მსახურნი ტაძრისაგან იკვებებიან? ხოლო სამსხვერპლოს მსახურნი მსხვერპლიდან იღებენ წილს?
14
ასევე უფალმა დაუწესა სახარების მქადაგებლებს სახარებისგან ცხოვრება.
15
ხოლო მე არც აქედან გამომიყენებია არაფერი. და ესეც იმიტომ კი არ დავწერე, რომ ასე ყოფილიყო ჩემთვის. რადგან სიკვდილი მიჯობს, ვიდრე ვინმემ გააბათილოს ჩემი სიქადული.
16
რადგან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიქადულო, რადგან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ.
17
რადგან თუ საკუთარი ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მექნება, ხოლო თუ ჩემი ნების გარეშე, მხოლოდ მნეობა მქონია მონდობილი.
18
მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა ვახარებ, უსასყიდლოდ ვქადაგებ ქრისტეს სახარებას და არ ვიყენებ ჩემს ხელმწიფებას ხარებაში.
19
რადგან, ყველასაგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა.
20
იუდეველთათვის გავხდი, როგორც იუდეველი, რათა იუდეველები შემეძინა. რჯულის ქვეშ მყოფთათვის – როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა მე თვითონ რჯულის ქვეშ არა ვარ, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა.
21
ურჯულოთათვის გავხდი როგორც ურჯულო, თუმცა ღმერთის წინაშე არა ვარ ურჯულო, არამედ ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი, რათა ურჯულოები შემეძინა.
22
უძლურთათვის გავხდი უძლურივით, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთები მაინც მეხსნა როგორმე.
23
და ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისათვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე.
24
არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ ჯილდო.
25
ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისაგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადის მოსაპოვებლად.
26
ამიტომ მე უმიზნოდ კი არ მივრბივარ, ისე კი არ ვიბრძვი, თითქოს ჰაერს ვებრძოდე,
27
არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებისთვის მქადაგებელი, თვითონ არ აღმოვჩნდე უღირსი.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16