bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 8
1 Corinthians 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 9 →
1
შეწირული საკლავის შესახებ ყველამ ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს.
2
ვისაც ჰგონია, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს.
3
ვისაც ღმერთი უყვარს, იგი შეცნობილია მისგან.
4
ამგვარად, შეწირული საკლავის ჭამაზე ვიცით, რომ კერპი არაფერია ქვეყანაზე და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა.
5
და თუნდაც კიდევ იყოს ეგრეთწოდებული „ღმერთები“ ცაში, ან დედამიწაზე, და თუნდაც იყოს მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი,
6
ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყველაფერი და ჩვენ მისთვის ვართ, და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყველაფერი და ჩვენც მის მიერ ვართ.
7
თუმცა ყველას როდი აქვს ცოდნა. ზოგიერთები ჩვეულების მიხედვით აქამდე ჭამენ საკლავს, როგორც კერპისთვის შეწირულს და ამრიგად, მათი უძლური სინდისი იბღალება.
8
საჭმელი არაფერს არ ცვლის ღმერთთან ჩვენს მიმართებაში, რადგან, თუ ვჭამთ, არაფერი გვემატება, და თუ არ ვჭამთ, არაფერი გვაკლდება.
9
მაგრამ გაფრთხილდით, რომ თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის.
10
რადგან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც ცოდნა გაქვს, კერპის ტაძარში მჯდომს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას კერპშეწირულის ჭამისთვის?
11
და დაიღუპება შენი ცოდნის გამო შენი უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე.
12
ამრიგად, როდესაც შესცოდავთ ძმების მიმართ და დააზარალებთ მათ უძლურ სინდისს, ქრისტეს მიმართ შესცოდავთ.
13
ამიტომ თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, არასოდეს არ შევჭამ ხორცს, რათა არ დავაბრკოლო ჩემი ძმა.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16