bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 5
1 Corinthians 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 6 →
1
საყოველთაოდ გავრცელდა ხმა, რომ უზნეობაა თქვენს შორის, თანაც ისეთი უზნეობა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ჰყავს ცოლად.
2
და თქვენ კიდევ ამპარტავნობთ, იმის ნაცვლად, რომ გლოვობდეთ და მოიკვეთოთ თქვენგან ასეთი საქმის ჩამდენი.
3
მე, თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, მაგრამ სულით თქვენთან მყოფმა, უკვე დავდე მსჯავრი მას, ვინც ასეთი საქმე ჩაიდინა:
4
ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, როდესაც შეიკრიბებით, ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალით,
5
გადაეცეს ასეთი კაცი სატანას ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის დღეს.
6
არ შეგფერით სიქადული. განა არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?
7
განწმიდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ. რადგან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა.
8
ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი ხმიადით.
9
წერილში გწერდით, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა უზნეო ხალხთან.
10
არა მარტო ამა ქვეყნის გარყვნილებთან ან ხარბებთან, მტაცებლებთან ან კერპთაყვანისმცემლებთან, რადგან მაშინ თქვენ უნდა განშორებოდით ქვეყნიერებას.
11
არამედ გწერდით, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ უზნეოა, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. არც კი ჭამოთ ასეთთან ერთად.
12
რადგან რატომ უნდა განვიკითხო მე გარეშეები? განა თქვენ შინაურები არ უნდა განიკითხოთ?
13
გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. „განიშორეთ ბოროტი თქვენგან.“
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16