bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 11
1 Corinthians 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 12 →
1
იყავით ჩემი მომბაძველნი, როგორც მე – ქრისტესი.
2
გაქებთ თქვენ, ძმებო, იმისათვის, რომ გახსოვთ ყველაფერი რაც გასწავლეთ და ინახავთ იმ მოძღვრებას, რომელიც გადმოგეცით.
3
ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი – ქმარი და ქრისტეს თავი – ღმერთი.
4
ყოველი მამაკაცი, რომელიც თავდაფარული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, არცხვენს თავის თავს.
5
და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუფარავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, არცხვენს თავის თავს, რადგან ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს.
6
რადგან, თუ ქალი თავს არ დაიფარავს, გადაიპარსოს. ხოლო თუ ქალს სცხვენია, იყოს გაკრეჭილი ან გადაპარსული, თავდაფარული იყოს.
7
ამგვარად, მამაკაცმა მართლაც არ უნდა დაიფაროს თავი, რადგან ის ღმერთის ხატება და დიდებაა. ცოლი კი ქმრის დიდებაა.
8
რადგან მამაკაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი – მამაკაცისაგან.
9
ასევე მამაკაცი კი არ შექმნილა ქალისთვის, არამედ ქალი – მამაკაცისთვის.
10
ამიტომ ქალი ვალდებულია, ჰქონდეს თავზე ძალაუფლების ნიშანი ანგელოზებისათვის.
11
თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში.
12
რადგან, ისევე, როგორც ქალი მამაკაცისაგან არის, მამაკაციც ქალის მეოხებით არის. ხოლო ყოველივე ღმერთისგანაა.
13
თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეშვენის ქალს ღმერთის წინაშე თავდაუფარავად ლოცვა?
14
განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცისთვის გრძელი თმა სამარცხვინოა?
15
ქალის გრძელი თმა კი დიდებაა მისთვის. გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული.
16
ხოლო თუ ვინმე განიზრახავს იდავოს, იცოდეს, რომ ჩვენ არა გვაქვს ასეთი ჩვეულება, და არც ღმერთის ეკლესიებს.
17
ისიც უნდა გითხრათ, რომ ვერ შეგაქებთ თქვენი შეკრებებისათვის, რადგან ისინი კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება.
18
რადგან, ჯერ ერთი, გავიგე, რომ როცა ეკლესიაში იკრიბებით, არსებობს განხეთქილებები თქვენს შორის, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც.
19
რადგან აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ თქვენს შორის გამოცდილნი.
20
როდესაც იკრიბებით ერთად, უფლის სერობას კი არ იღებთ,
21
რადგან ზოგი წინასწარ ჭამს თავის საკუთარ საჭმელს და ზოგი მშიერი რჩება და ზოგი კი თვრება.
22
განა სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ უგულებელყოფთ ღმერთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისათვის ვერ შეგაქებთ.
23
რადგან მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ გაცემის ღამეს აიღო პური,
24
მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.“
25
ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში. აკეთეთ ეს ჩემს მოსაგონებლად, რამდენჯერაც შესვამთ.“
26
რადგან, ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ, ვიდრე ის მოვიდოდეს.
27
ამგვარად, ვინც უღირსად შეჭამს ამ პურს ან დალევს უფლის სასმისს, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე.
28
ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან.
29
რადგან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დასასჯელად ჭამს და სვამს, რაკი ვერ სცნობს უფლის სხეულს.
30
ამის გამო თქვენს შორის ბევრია უძლური და ავადმყოფი, და ბევრიც კვდება.
31
ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვესაჯა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით განსჯილნი.
32
ხოლო განსჯილნი კი ვიწვრთნებით უფლის მიერ, რათა ქვეყნიერებასთან ერთად არ ვიქნეთ მსჯავრდადებულნი.
33
ამიტომ, ჩემო ძმებო, როდესაც იკრიბებით სერობისათვის, ერთიმეორეს დაელოდეთ.
34
და თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრის დასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაწესრიგებ.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16