bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 14
1 Corinthians 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 15 →
1
ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, ყველაზე მეტად კი წინასწარმეტყველებას.
2
რადგან, ენით მოლაპარაკე ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს, რადგან არავის ესმის მისი. სულით ლაპარაკობს ის საიდუმლოებებს.
3
ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება აღსაშენებლად, სანუგეშებლად და გასამხნევებლად.
4
ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს.
5
მსურს, რომ თქვენ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით. კიდევ უფრო მეტად მსურს, რომ წინასწარმეტყველებდეთ, რადგან, ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია, თუ განმარტავს კიდეც, რათა ეკლესია აღშენდეს.
6
რადგან, ძმებო, რა სარგებლობას მოგიტანთ, თუ მოვალ თქვენთან და ვილაპარაკებ ენებით, და არ გაუწყებთ ან გამოცხადებით, ან ცოდნით, ან წინასწარმეტყველებით, ან მოძღვრებით?
7
ასევეა უსულო საგნებიც, რომლებიც ხმას გამოსცემენ – სალამური ან ქნარი, თუ ისინი ხმებში განსხვავებებს არ იძლევიან, როგორ შეიცნობა, რას უკრავენ სალამურზე ან ქნარზე?
8
თუ საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად?
9
ასევე თქვენც, – თუ ენით გაურკვეველ სიტყვას წარმოთქვამთ, როგორ გაიგება ნათქვამი? ჰაერში ილაპარაკებთ.
10
რამდენი განსხვავებული სიტყვაა ქვეყნიერებაზე და მათგან არც ერთი არ არის უმნიშვნელო.
11
ამიტომ, თუ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი, უცხო ვიქნები მოლაპარაკისათვის, ხოლო მოლაპარაკე – უცხო იქნება ჩემთვის.
12
ასევე თქვენც, რაკი იღწვით სულიერი ნიჭებისათვის, ეცადეთ გამდიდრდეთ ეკლესიის აღსაშენებლად.
13
ამიტომ ილოცოს ენით მოლაპარაკემ იმისათვის, რომ განმარტებაც შეძლოს.
14
რადგან, როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, ჩემი გონება კი უნაყოფოა.
15
მაშ, რა ვქნათ? – ვილოცებ სულით და ვილოცებ გონებითაც; ვიგალობებ სულით და ვიგალობებ გონებითაც.
16
რადგან, თუ სულით ადიდებ, როგორ იტყვის ამინს შენს მადლობაზე უმეცართაგანი ვინმე, თუ არ ესმის, რას ამბობ შენ?
17
თუმცა შენ კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება.
18
ვმადლობ ჩემს ღმერთს, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით.
19
მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე 10 ათასი სიტყვა – ენებით.
20
ძმებო! ნუ იქნებით ბავშვები გონებით. მხოლოდ ბოროტებისათვის იყავით ბავშვები, გონებისთვის კი – სრულწლოვანნი!
21
რჯულში წერია: „სხვა ენებით და სხვათა ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, და მაინც არ მომისმენენ მე, ამბობს უფალი.“
22
ამიტომ ენითმეტყველება მორწმუნეთათვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. ხოლო წინასწარმეტყველება კი ურწმუნოთათვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის.
23
და აი, თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ილაპარაკებენ ენებით და შემოვლენ უმეცარნი ან ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილები ხომ არა ხართო?
24
მაგრამ, თუ ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უმეცარი, და მას ყველა ამხელს და ყველა განსჯის,
25
ამრიგად გამომჟღავნდება მისი გულის დაფარული. ის დაემხობა ძირს, თაყვანს სცემს ღმერთს და აღიარებს, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორის არის ღმერთი.
26
მაშ, რაღა, ძმებო? როცა თქვენ იკრიბებით და თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლა, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება – ყოველივე ეს ხდებოდეს აღსაშენებლად.
27
თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, ერთიმეორის მიყოლებით, და ერთმა განმარტოს.
28
ხოლო თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს.
29
წინასწარმეტყველებმა კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო სხვებმა განსაჯონ.
30
თუ სხვას ექნება იქ მჯდომთაგან გამოცხადება, პირველი გაჩუმდეს.
31
ყველას თანამიმდევრობით შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს.
32
რადგან წინასწარმეტყველთა სულები ემორჩილებიან წინასწარმეტყველთ.
33
რადგან ღმერთი არეულობისა ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა.
34
ისე, როგორც ეს წმიდათა ყველა ეკლესიაშია, ქალებმა იყუჩონ ეკლესიებში, რადგან უფლება არა აქვთ ილაპარაკონ, არამედ მორჩილად უნდა იყვნენ, როგორც ამას რჯულიც ამბობს.
35
ხოლო თუ რამის შესწავლა სურთ, ჰკითხონ თავიანთ ქმრებს სახლში. რადგან შეუფერებელია ქალისათვის ეკლესიაში ლაპარაკი.
36
განა თქვენგან გამოვიდა ღმერთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია?
37
თუ ვინმეს თავი წინასწარმეტყველი ჰგონია, ანდა სულიერების მქონე, შეიგნოს ის, რასაც მე თქვენ გწერთ, რადგან ეს უფლის მცნებაა.
38
ხოლო ვინც ამას არ აღიარებს, თვით არ იქნება აღიარებული.
39
მაშ, ასე, ძმებო, ეშურეთ, რომ იწინასწარმეტყველოთ, მაგრამ ნუ აკრძალავთ ენებით ლაპარაკს.
40
იზრუნეთ, რომ ყველაფერი საკადრისად და წესიერად ხდებოდეს.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16