bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 12
1 Corinthians 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 13 →
1
ახლა კი მსურს, ძმებო, რომ სულიერ ნიჭთა შესახებ გაუწყოთ, რადგან არ მინდა, უცოდინარნი დარჩეთ.
2
თქვენ უწყით, რომ როდესაც წარმართები იყავით, მიდიოდით უტყვ კერპებთან, თითქოს ვიღაც გეწეოდათ.
3
ამიტომ გაუწყებთ, რომ ვერც ერთი, ღმერთის სულით მეტყველი, ვერ იტყვის: „ანათემა იესოს!“ და ვერავინ იტყვის: „უფალია იესო!“ – თუ არა სულიწმიდით.
4
სხვადასხვაგვარია ნიჭი, მაგრამ სული ერთია.
5
მსახურებანიც სხვადასხვაგვარია, უფალი კი ერთია.
6
მოქმედებანიც სხვადასხვაგვარია, ხოლო ღმერთი ერთია, რომელიც ამოქმედებს ყველაფერს ყველაში.
7
თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ.
8
რადგან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა, იმავე სულით.
9
ზოგს რწმენა – იმავე სულით და ზოგს – კურნებათა ნიჭი იმავე სულით.
10
ზოგს – ძალთა მოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები, ზოგს – ენების განმარტება.
11
ხოლო ყოველივე ამაში ერთი და იგივე სული მოქმედებს, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, თავისი ნების მიხედვით.
12
რადგან, როგორც სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ასო აქვს, და სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრია, ერთ სხეულს ქმნის, ასევეა ქრისტეც.
13
და რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად – იუდეველები თუ ბერძნები, მონები თუ თავისუფლები, და ყველამ ერთი სული შევსვით.
14
სხეულიც ერთი ასოსაგან კი არ შედგება, არამედ ბევრისაგან.
15
ფეხმა რომ თქვას: „მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნი,“ განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?
16
ანდა ყურმა რომ თქვას: „მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნი,“ განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?
17
მთელი სხეული თვალი რომ იყოს, სადღა იქნება სმენა? ყველაფერი სმენა რომ იყოს, სადღა იქნება ყნოსვა?
18
და, აჰა, ღმერთმა განალაგა ასოები სხეულში – თითოეული მათგანი, როგორც ინება.
19
და ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნებოდა სხეული?
20
აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი ერთი.
21
თვალი ვერ ეტყვის ხელს: „არ მჭირდები.“ ვერც თავი ეტყვის ფეხებს: „არ მჭირდებით.“
22
არამედ, სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან,
23
ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მათ განსაკუთრებული პატივით ვეპყრობით, და რაც უშნოა ჩვენში, მას უფრო მეტად ვამკობთ.
24
ჩვენს მშვენიერ ასოებს არ სჭირდებათ პატივი. მაგრამ ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლები მნიშვნელობა აქვს.
25
რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყოველი ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე.
26
და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება, ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს.
27
თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები.
28
ღმერთმა ეკლესიაში დაადგინა პირველად მოციქულები, მეორედ მქადაგებელნი, მესამედ მოძღვარნი, შემდეგ კურნებათა ნიჭების მქონენი, შემწენი, მმართველნი, სხვადასხვა ენებით მოლაპარაკენი.
29
ყველა მოციქულია? ყველა მქადაგებელია? ყველა მოძღვარია? ყველას სასწაულთმოქმედება აქვს?
30
ყველას აქვს კურნებათა ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ?
31
ესწრაფეთ უმაღლეს ნიჭებს და მე გაჩვენებთ ყველაზე აღმატებულ გზას.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16