bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 7
1 Corinthians 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 8 →
1
იმის თაობაზე კი, რაც თქვენ მომწერეთ: – „კაცისათვის კარგია, არ გაეკაროს ქალს.“
2
მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს – თავისი ქმარი.
3
ქმარმა ჯეროვანი პატივი მიაგოს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც – ქმარს.
4
ცოლი არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი. ასევე ქმარიც არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი.
5
ნუ გაშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, მარხვისა და ლოცვისათვის, და შემდეგ კვლავ ერთად იყავით, რათა არ გაცდუნოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობის გამო.
6
ხოლო ამას ვამბობ რჩევად და არა ბრძანებით.
7
რადგან მსურს, რომ ყოველი ადამიანი იყოს ისე, როგორც მე ვარ, მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღმერთისაგან, ზოგს ასეთი და ზოგს ისეთი.
8
ხოლო დაუქორწინებლებს და ქვრივებს ვეუბნები, რომ მათთვის კარგია ჩემსავით დარჩნენ.
9
მაგრამ თუ თავს ვერ ფლობენ, დაე, იქორწინონ, რადგან უმჯობესია დაქორწინდნენ, ვიდრე აღიგზნებოდნენ.
10
ხოლო დაქორწინებულებს ვამცნობ, – არა მე, არამედ უფალი – ცოლი არ გაეყაროს ქმარს.
11
ხოლო თუ გაეყრება, უქორწინოდ დარჩეს, ან კვლავ შეურიგდეს ქმარს. და ნურც ქმარი მიატოვებს თავის ცოლს.
12
სხვებს კი ვეუბნები მე, და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.
13
და ქალი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, და კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ მიატოვებს ქმარს.
14
რადგან ურწმუნო ქმარი განიწმიდება ცოლით და ურწმუნო ცოლი განიწმიდება ქმრით. ასე რომ არ იყოს, თქვენი შვილები უწმიდურები იქნებოდნენ, ახლა კი წმიდები არიან.
15
მაგრამ თუ ურწმუნოს სურს გაყრა, გაეყაროს. ასეთ შემთხვევაში ძმა ან და თავისუფალნი არიან, რადგან მშვიდობისაკენ მოგიწოდათ ღმერთმა.
16
რადგან, რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?
17
თითოეული ისე მოიქცეს, როგორც ღმერთმა უწილხვედრა და თითოეული – როგორც უფალმა მოუწოდა. და ასე ვუწესებ მე ყოველ ეკლესიას.
18
თუ რომელიმე მოწოდებული წინადაცვეთილია, ნუ დამალავს. ხოლო თუ რომელიმე მოწოდებული წინადაუცვეთელია, ნუ წინადაიცვეთს.
19
არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთლობა, არამედ მთავარია ღმერთის მცნებათა დაცვა.
20
დაე, თითოეული დარჩეს იმ წოდებაში, რომელშიც მოწოდებული იქნა.
21
თუ მოწოდებული ხარ, როგორც მონა, ნუ ითაკილებ. მაგრამ თუ შეგიძლია გათავისუფლება, უმჯობესია, ისარგებლო.
22
რადგან უფალში მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია. ასევე, მოწოდებული თავისუფალი ქრისტეს მონაა.
23
ფასით ხართ გამოსყიდულნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები.
24
ძმებო, თითოეული იმ წოდებით დარჩეს ღმერთის წინაშე, რომელშიც მოწოდებული იყო.
25
დაუქორწინებელთა თაობაზე არა მაქვს ბრძანება უფლისაგან. მხოლოდ ჩემს რჩევას გაუწყებთ, რადგან შემიწყალა უფალმა, რომ მისი რწმუნებული ვიყო.
26
მე ვფიქრობ, რომ ახლანდელ გასაჭირში ადამიანისათვის უმჯობესია დარჩეს, როგორც არის.
27
თუ შეერთებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ. ხოლო თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუ ეძებ.
28
ცოლიც რომ შეირთო, არ შესცოდავ. და თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი გასაჭირი ექნებათ, და მე არ მემეტებით ამისთვის.
29
ხოლო ამას გეტყვით, ძმებო: ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყვნენ, როგორც უცოლონი;
30
მტირალნი, როგორც არა მტირალნი; მოხარულნი, როგორც არა მოხარულნი; მქონენი, როგორც არამქონენი;
31
ქვეყნიერებით მოსარგებლენი, როგორც არა მოსარგებლენი. რადგან წარმავალია ქვეყნიერების სახე.
32
მე კი მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს;
33
ხოლო ცოლიანი ქვეყნიურ საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს.
34
არის განსხვავება ქმრიანსა და ქალწულს შორის: ქალი, უქმრო და ქალწული, ზრუნავს უფლისაზე, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც. ქმრიანი კი ამქვეყნიურ საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ქმარს.
35
ამას გეუბნებით თქვენდა სასარგებლოდ, არა იმისათვის, რომ შეგზღუდოთ, არამედ რათა ღირსეულად და წრფელად ემსახუროთ უფალს, დაბრკოლების გარეშე.
36
მაგრამ თუ ვინმეს შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი დანიშნული ქალწული სიყმაწვილის ასაკს გადასცდეს, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს. დაე, დაქორწინდნენ.
37
ხოლო ვინც თავისი გულით მტკიცედ დგას და იძულებული არ არის, არამედ აქვს ხელმწიფება თავის ნებაზე და გადაწყვიტა თავის გულში თავისი ქალწულობის დაცვა, კარგად იქცევა.
38
ამიტომ, ვინც გაათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, და ვინც არ გაათხოვებს, უკეთესად იქცევა.
39
ცოლი რჯულით შეკრულია, სანამ ცოცხალია მისი ქმარი. ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია გაჰყვეს, ვისაც სურს, ოღონდ უფალში.
40
მაგრამ უფრო ნეტარია, თუ ასე დარჩება, ასეთია ჩემი რჩევა. და ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღმერთის სული.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16