bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 10
1 Corinthians 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 11 →
1
არ მინდა, ძმებო, უცოდინარნი დარჩეთ იმის შესახებ, რომ ჩვენი მამები ყველანი იყვნენ ღრუბლის ქვეშ და ყველამ გაიარა ზღვაში.
2
და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელსა და ზღვაში.
3
და ყველანი ჭამდნენ სულიერ საჭმელს,
4
და ყველანი სვამდნენ ერთ სულიერ სასმელს, რადგან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ეს კლდე კი იყო ქრისტე.
5
მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი იყო სათნო ღმერთისთვის, რადგან ისინი უდაბნოში დაეცნენ.
6
ეს კი ჩვენთვის მაგალითია, რათა არ ვილტვოდეთ ბოროტისაკენ, როგორც ისინი ილტვოდნენ.
7
ნუ იქნებით კერპთაყვანისმცემლები, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც წერია: „დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, და წამოდგნენ სალაღობოდ.“
8
ნურც ვიმრუშებთ, როგორც ზოგიერთმა მათგანმა იმრუშა, და ერთ დღეს 23 ათასი კაცი დაეცა.
9
ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთებმა გამოსცადეს და გველებისაგან დაიღუპნენ.
10
არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთები დრტვინავდნენ და დაიღუპნენ შემმუსვრელისაგან.
11
ყოველივე ეს მათ დაემართათ სამაგალითოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მივაღწიეთ.
12
ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, უყუროს, რომ არ წაიქცეს.
13
არ შეგმთხვევიათ ჯერ სხვა განსაცდელი, გარდა ადამიანურისა: ხოლო სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში მოგცემთ გამოსავალს, რომ შესძლოთ ატანა.
14
ამიტომ, ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას.
15
გელაპარაკებით, როგორც გონიერებს; თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ.
16
განა კურთხევის სასმისი, რომელსაც ჩვენ ვაკურთხებთ, ქრისტეს სისხლის თანაზიარება არ არის? განა პური, რომელსაც ჩვენ ვტეხთ, ქრისტეს სხეულის თანაზიარება არ არის?
17
რადგან პური ერთია, ჩვენ მრავალნი კი – ერთი სხეული. რადგან ჩვენ ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით.
18
შეხედეთ ისრაელს ხორცის მიხედვით: ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა სამსხვერპლოს ზიარი არ არის?
19
მაშ, რას ვამბობ? განა იმას, რომ რაიმეა კერპი, ან იმას, რომ რაიმეს ნიშნავს კერპშესაწირი?
20
არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა თანაზიარნი იყოთ.
21
ვერ შეძლებთ შესვათ უფლის სასმისიც და ეშმაკის სასმისიც. ვერ ეზიარებით უფლის ტრაპეზსაც და ეშმაკის ტრაპეზსაც.
22
ნუთუ გავბედავთ უფლის განრისხებას? თუ მასზე ძლიერები ვართ?
23
ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი არის აღმშენებელი.
24
ნურავინ ეძებს თავის სარგებელს, არამედ ეძიოს სხვისი.
25
ყველაფერი, რაც ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.
26
რადგან „უფლისაა დედამიწა და მთელი მისი სავსება.“
27
თუ მიგიწვევთ ვინმე ურწმუნოთაგან და მოისურვებთ მასთან წასვლას, ჭამეთ ყველაფერი, რასაც წინ დაგიდებენ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.
28
ხოლო თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპის შესაწირავიაო, ნუ შეჭამთ მთქმელის გამო და სინდისის გამო.
29
სინდისს ვამბობ არა შენსას, არამედ სხვისას, რადგან რატომ უნდა განიკითხოს ჩემი თავისუფლება სხვისმა სინდისმა?
30
ხოლო თუ მადლიერებით ვჭამ, რაღად შევიბღალო იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ?
31
ამიტომ ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღმერთის სადიდებლად აკეთეთ.
32
ნუ დააბრკოლებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ღმერთის ეკლესიას.
33
ისევე, როგორც მე ვცდილობ ვაამო ყველას ყველაფერში და სარგებლობას ვეძებ არა ჩემთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩნენ.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16